შნაუცერი
შნაუცერი
თით­ქმის სა­უ­კუ­ნე­ა, რაც ამ უჩ­ვე­უ­ლო შე­სა­ხე­და­ო­ბის შნა­უ­ცერს გერ­მა­ნი­ის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­შიც იც­ნო­ბენ და დი­დად აფა­სე­ბენ. ადა­მი­ა­ნებს მოს­წონთ მი­სი ხა­ლი­სი­ა­ნი ხა­სი­ა­თი , ამ­ტა­ნო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა. შნა­უ­ცე­რი უძ­ვე­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი ჯი­ში­ა, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნის წინ ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით სამ ჯი­შად გა­ი­ყო. ესე­ნი­ა: გო­ლი­ა­თი რი­ზენ­შნა­უ­ცე­რი, სტან­დარ­ტუ­ლი მი­ტელ­შნა­უ­ცე­რი და მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი ცვერ­გშნა­უ­ცე­რი. აშ­შ-ში პირ­ვე­ლი ორი ჯი­ში ით­ვლე­ბა მუ­შა ძაღ­ლე­ბად, მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი – ტე­რი­ე­რად. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კი სა­მი­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლია მუ­შა ჯი­შე­ბად. სა­ხე­ლი შნა­უ­ცე­რი მომ­დი­ნა­რე­ობს გერ­მა­ნუ­ლი სიტყ­ვი­დან სცჰნა­უ­ზე, რაც დრუნჩს ნიშ­ნავს და მიუთითებს ამ ჯი­შის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლ გრძელ ულ­ვა­შე­ბზე. ეს ძაღ­ლი
ყუ­რადღ­ე­ბას იპყ­რობს თა­ვი­სი სან­დო და ალერ­სი­ა­ნი ბუ­ნე­ბით, მათ­გან გა­მო­დი­ან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი, შნაუცერები გო­ნი­ე­რე­ბი, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი,
მაგ­რამ ჯი­უ­ტე­ბი არი­ან, ამი­ტომ მკაც­რი და მუდ­მი­ვი წვრთნა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

შნა­უ­ცერის სქელ, გამოკვეთილ წარბებ­ს, წვერსა და გრძელ ულ­ვა­შს განსაკუთრე-ბული წესის მიხედვით კრეჭენ, რაც გარ-კვეულ ცოდნას მოითხოვს. თქვენს ძაღლს სა­ხე სუფ­თად რომ ჰქონ­დეს, ყო­ვე­ლი ჭა­მის შემ­დეგ გა­უწ­მინ­დეთ ულ­ვა­ში.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - გერმანია
მთავ. დანიშნულება - ნახირის მწყემსვა
ტემპერამენტი - ხალისიანი, მოუსვენარი
სიც. ხანგრძლივობა - 10-16 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
46-71 სმ
14-36 კგ

ძუ
43 – 66 სმ
14 – 34 კგ

კუ­დი

ჩვე­უ­ლებ­რივ, წაჭ­რი­ლი.

ბეწ­ვი

მძი­მე, უხე­ში, ორ­მა­გი; მთლი­ა­ნად შა­ვი ან მო­თეთ­რო მო­ნაც­რის­ფრო ელ­ფე­რით, ზოგ­ჯერ თეთ­რი გულ­მკერ­დით.

თათები

დახ­ვე­წი­ლი, მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ამოზ­ნე­ქი­ლი თითებითა და სქე­ლი, შა­ვი ბა­ლი­შე­ბით.

ტა­ნი
მო­უ­ხე­შა­ვი, კუთხ­ო­ვა­ნი ფორ­მე­ბით, მი­სი აგე­ბუ­ლე­ბა ძა­ლა­სა და ენერ­გი­ა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

თვა­ლე­ბი

სა­შუ­ა­ლო სი­დი­დის, ოვა­ლუ­რი და მუ­ქი.

ცხვი­რი

ტყა­ვი­სებ­რი, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ყო­ველ­თვის შა­ვი.

სა­ხე

მოკ­ლე და კუთხ­ო­ვა­ნი, სათ­ნო გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და ტლანქი; უკა­ნა ფე­ხე­ბი – მაგ­-რად და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი.


შნა­უ­ცე­რის უხეში ბეწ­ვი საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა, მაგ­რამ თუ ყო­ველ­დღი­უ­რად ლი­თო­ნის­კბი­ლე­ბი­ა­ნი სა­ვარ­ცხლით ან ჯაგ­რი­სით არ და­ვარ­ცხნით, ბეწ­ვი მოეთელბა. ბეწ­ვი რომ აუ­ფუვ­დეს, და­ვარ­ცხნეთ ჯერ თმის ზრდის, შემ­დეგ კი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ცხო­ვე­ლი უნ­და გაკ­რი­ჭოთ, ან თუნ­დაც და­უ­მოკ­ლოთ ბეწ­ვი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ _ გა­ზაფ­ხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ ამ საქ­მეს სპე­ცი­ა­ლისტს მი­ან­დობთ.

გო­ლი­ა­თი შნა­უ­ცე­რი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ნა­ხი­რის მწყემ­სად, რო­გორც მცვე­ლი ძაღ­ლი. მას ასე­ვე აბამ­დნენ პა­ტა­რა ური­კა­ში. ლეკ­ვებს ძა­ლი­ან ნუ დატ­ვირ­თავთ ფი­ზი­კუ­რად, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა აღ­ნა­გო­ბა და­უ­ზი­ან­დეთ. ამ ენერ­გი­ულ­მა ძაღ­ლებ­მა უნ­და ივარ­ჯი­შონ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც დას­ჭირ­დე­ბათ. მათ ურ­ჩევ­ნი­ათ ინა­ვარ­დონ საბ­ლის გა­რე­შე. თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, ყო­ველ­დღე ხან­გრძლი­ვად უნ­და ასე­ირ­ნოთ.

რჩევა:
აშ­შ-ში შნა­უ­ცერს ყუ­რე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის წაჭ­რი­ლი აქვს, რაც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში უკა­ნო­ნო­ბად ით­ვლე­ბა.
ეს ძაღ­ლე­ბი შე­საძ­ლოა აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართY



ტეგები
NINELI
ძალიან მომწონს შნაუცერი. არ მეგონა თუ ვინმეს ყავდა თბილისში. უფრო ძალიან მომწონს და ვგიჯდები შოტლანდიურ ტერიერზე, რომელიც ნამდვილად იშვიათია საქართველოში, ვოცნებობ მის შეძენაზე. ევროპაში და ამერიკაში საკმაოდ ძვირია. თუ არსებობს თბილისში (ერთი სკოჩტერიერის არსებობა ვიცოდი, მაგრამ დავკარგე)გტხოვთ გამომეხმაუროთ....ვნახავ მაინც თუ ვერ შევიძენ. პატივისცემით
rv
მე მყავს შნაუცერი. უსაყვარლესია!ძალიან მეგობრულია, ფისოსავით უყვარს მოფერება, გარეთ ცქვიტია და ძალიან სპორტული.უკან არ იხევს არც ერთ ძაღლთან შეხვედრისას.ყველასთან უნდა გამოლაპარაკება და ყველას მისალმება.მოკლედ უსაყვარლესი და უმაგრესი ძაღლია!ულვაშები აქვს ათას ფორმას მისცემ!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?