სალუკი
სალუკი
ამ უძ­ვე­ლეს ჯიშს არა­ბეთ­ში შე­ვარ­დენ­თან ერ­თად ქურ­ციკ­სა და სხვა ცხო­ვე­ლებ­ზე სა­ნა­დი­როდ იყე­ნებ­დნენ. შე­ვარ­დნე­ბი თავს და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ მსხვერპლს , სა­ლუ­კე­ბი კი იჭერ­დნენ და მო­ნა­დი­რის მის­ვლამ­დე არ უშ­ვებ­დნენ. გრე­ი­ჰა­უნ­დის ეს სწრა­ფი და მოხ­დე­ნი­ლი მო­ნა­თე­სა­ვე ჯი­ში წარ­მო­იშ­ვა არა­ბეთ­ში. მი­სი სა­ხე­ლი მომ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლაქ სა­ლუ­კის სა­ხელ­წო­დე­ბი­დან, რო­მე­ლიც დღეს აღარ არ­სე­ბობს. მათ ასე­ვე იც­ნო­ბენ, რო­გორც ქურ­ცი­კის მწევ­რებს, თუმ­ცა უფ­რო პა­ტა­რა ცხო­ვე­ლებ­ზეც ნა­დი­რო­ბენ. მუს­ლი­მა­ნე­ბი სა­ლუკს `ა­ლა­ჰის წმინ­და სა­ჩუქ­რად~ მი­იჩ­ნევ­დნენ და ტრა­დი­ცი­უ­ლად არა­სო­დეს ყიდ­დნენ, მი­სი მხო­ლოდ გა­ჩუ­ქე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. ამ ძაღლს ზოგ­ჯერ შუბ­ლზე თეთ­რი ლა­ქა აქვს, რა­საც ბე­დუ­ი­ნე­ბი `ა­ლა­ჰის ამ­ბორს~
ეძა­ხი­ან და ასეთ ცხო­ველს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. მო­ა­ლერ­სე, წყნა­რი, უერ­თგუ­ლე­სი სა­ლუ­კე­ბი სწრა­ფად ხდე­ბი­ან ოჯა­ხის საყვარელი
ცხოველები, მათ არ ახა­სი­ა­თებთ აგ­რე­სია და საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე ძაღ­ლე­ბი არი­ან.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს ძაღ­ლები ადვილად გასაწვრთნელი არიან, თუ­კი პატ­რო­ნი მკაც­რად ექ­ცე­ვათ, ნერვიულობენ და იბუტებიან. მათ საშუალება უნ­და ჰქონდეთ, თავისუფლად ირ­ბი­ნონ ღია ცის ქვეშ და და­მა­ტე­ბით, დიდ­ხანს ისე­ირ­ნონ. ეს ძაღ­ლე­ბი ძალ­ზე ცო­ტას ჭა­მენ და მისი წარმოშობის ადგილის მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე,
სხვა ძაღ­ლებ­ზე ცო­ტა წყალ­საც სვა­მენ.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - არაბეთი
მთავარი დანიშნულება - მონადირე
ტემპერამენტი - წყნარი, მგრძნობიარე,
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - ზომიერი
მოდარაჯე - ცუდი

ხვადი
58-71 სმ
23-27 კგ
ძუ
51-69 სმ
16-25 კგ

კუ­დი

გრძე­ლი, დაშ­ვე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვად მოგ­რე­ხი­ლი; Kბო­ლო­ში ფო­ჩი­ვით აბია გრძე­ლი, აბ­რე­შუ­მი­ვით თმა.

ტა­ნი
ათ­ლე­ტუ­რი, მოხდენილი
და სი­მეტ­რი­უ­ლი, ამტანი და სწრაფი ძაღლია – საათში 65 კმ-ს ფარავს.

თათები
ძლი­ე­რი და ელას­ტი­კუ­რი, გრძე­ლი, ამოზნექილი თითებიYთ.

ბეწ­ვი
ო­რი ტი­პის, მოკლე და ე.წ კაზმული; შა­ვი და ხორ­ბლის­ფე­რი, თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი, ჩალისფერი, ოქ­როს­ფე­რი, წი­თური და ამ ფერ­თა შეხამებები.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და გრძე­ლი აქვს, უკა­ნა ფე­ხე­ბი – გამ­ხდა­რი და და­კუნ­თუ­ლი.

სა­ხე
დახვეწილი, ვიწ­რო, კარ­გი პრო­პორ­ცი­ე­ბის; გრძე­ლი, კაზმული ბეწ­ვით შე­მო­სი­ლი ყუ­რე­ბი.

თვა­ლე­ბი
დი­დი, ოვა­ლუ­რი, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი.

ცხვი­რი
შა­ვი ან ღვიძ­ლის­ფე­რი.


Zooclub

თუ ძაღლს ღია ფერის ან ლაქებიანი ცხვირი აქვს, მასზე რეგულარულად უნდა წაუსვათ მზის სხი­ვე­ბის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი მთე­ლი ზაფ­ხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა აა­რი­დოთ დაწ­ვას. რბი­ლი, გლუ­ვი და აბ­რე­შუ­მისებრი ბეწ­ვის მოვ­ლა ად­ვი­ლია და ბევ­რიც არ სცვი­ვა. ვარ­ცხნეთ მა­გარი ჯაგრისით, მაგ­რამ ზედ­მე­ტიც არ მო­გი­ვი­დეთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ბეწ­ვი დაუზიანდეს. შამ­პუ­ნით და­ბა­ნეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თითებს შორის შე­აკ­რი­ჭეთ ბეწ­ვი, თო­რემ მოთელილი ადგილები ფე­ხებს ატ­კენს.

სა­ლუ­კებს ორ­ნა­ი­რი ტი­პის ბეწ­ვი აქვთ: კაზმული (ზე­მოთ) და მოკლე (შუ­ა­ში და ქვე­მოთ). ო­რი­ვე ტიპს აქვს კაზმული ბეწვი ყურებზე და გრძე­ლი, მორ­კა­ლუ­ლი კუ­დი. მოკლებეწვიან ფორმას ფეხებზე კაზმული ბეწვი არ ეზრდება.

რჩევა:
ამ ძაღ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ძალ­ზე მა­ღალ ღო­ბე­ებ­ზე გადახტო­მა.
ხში­რია კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბის შემთხვევები.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?