როტვეილერი
როტვეილერი
ძლი­ერ­სა და ჩას­კვნილ როტ­ვე­ი­ლერს სა­შუ­ა­ლო ზო­მის სახ­ლი და გა­მო­უც­დე­ლი პატ­რო­ნი არ შე­ე­ფე­რე­ბა. ის ეფექ­ტუ­რი მცვე­ლი ძაღ­ლი­ა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლი მწვრთნე­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა . ამ ჯი­შის შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბი რო­მა­ელ­მა მე­ომ­რებ­მა, რო­დე­საც არ­მია უკან იხევ­და, მთელ ევ­რო­პა­ში უპატ­რო­ნოდ მი­ა­ტო­ვეს. სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ა­ში, როტ­ვე­ი­ლერის რე­გი­ონ­ში მას­ტი­ფის ტი­პის ეს ძაღ­ლე­ბი მეცხ­ვა­რულ ძაღ­ლებ­თან შე­აჯ­ვა­რეს, რომ მი­ე­ღოთ ჯი­ში, რო­მე­ლიც ნა­ხი­რის მწყემ­სვა­სა და დაც­ვას შეძ­ლებ­და. როტ­ვე­ი­ლე­რებს ყას­ბის ძაღ­ლებ­საც უწო­დებ­დნენ, რად­გან ური­კე­ბით დაჰ­ქონ­დათ ხორ­ცი ბაზ­რო­ბებ­ზე. სწო­რად გაწ­ვრთნი­ლი როტ­ვე­ი­ლე­რე­ბი ერ­თგუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, შე­უც­ვლე­ლი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი არი­ან. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გო­ნი­ე­რე­ბით, რაც სა­პო­ლი­ცი­ო, სამ­ხედ­რო და სა­ბა­ჟო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში
მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით და­ამ­ტკი­ცეს. მი­სი წვრთნა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე უნ­და და­იწყ­ოთ, ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ არ გა­ავ­დეს.

გლუ­ვი,
პრი­ა­ლა ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ მა­გარ­ი ჯაგ­რი­სით და და­ბა­ნეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გაწ­მინ­დეთ ზამ­შით, რომ მის­მა ბეწ­ვმა იბ­ზი­ნოს.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია
მთავ. დანიშნულება - ნადირობა, მწყემსვა
ტემპერამენტი - მამაცი, გონიერი, სანდო
სიც. ხანგრძლივოვა - 9-12 წელი
მოვლა - დროდადრო ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ინტენსიური
მოდარაჯე - შესანიშნავი

ხვადი
61-69 სმ
43-59 კგ
ძუ
56-63 სმ
38-52 კგ

Zooclub


კუ­დი
რო­გორც წე­სი, და­მოკ­ლე­ბუ­ლი პირ­ველ სახ­სრამ­დე.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი ძლი­ე­რი და სწო­რი აქვს, უკა­ნა – გრძე­ლი, ფარ­თო, და­კუნ­თუ­ლი და ღო­ნი­ე­რი.

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი და და­კუნ­თუ­ლი, გა­სა­ო­ცრად ს­წრა­ფი და მარ­დია. ფარ­თო, გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დი აქვს.

ბეწ­ვი
სქე­ლი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ბალანი ფა­რავს ნაზ თივთიკს და ყო­ველ­თვის შა­ვია – ჩა­ლის­ფე­რი ან მა­ჰა­გო­ნის­ფე­რი ლა­ქე­ბით.

თვა­ლე­ბი
ღრმად ჩამ­ჯდა­რი, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი.

სა­ხე
ფარ­თო, თან­და­თან და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, ფხი­ზე­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
ფარ­თო და ყო­ველ­თვის შა­ვი.

თათები
Mმრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი შე­სამ­ჩნე­ვად ამო­ბურ­ცუ­ლი თითებით, სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით. Mმოკ­ლე, მა­გა­რი შა­ვი ბრჭყა­ლე­ბით.


ამ ზორბა ძაღლს ვარჯიში და მუშაობა არ ღლის. წუნია მჭამელები არ არიან, მო­ა­რი­დეთ ზედ­მეტ საკვებს, მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ გა­სუ­ქე­ბის­კენ. როტ­ვე­ი­ლე­რე­ბი საკ­მა­ოდ ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან და ეგუ­ე­ბი­ან ყვე­ლა­ნა­ირ კლი­მატს. შე­საძ­ლოა და­ე­მარ­თოთ იდაყ­ვის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის დის­პლა­ზი­ა, ან­და გა­უჩ­ნდეთ თვა­ლის ისე­თი დაავადებები, რო­გო­რი­ცაა კა­ტა­რაქ­ტა და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­-ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფი­ა.

რჩევა:
ამ ძაღ­ლებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი წვრთნა გამოცდილი პი­როვ­ნე­ბის
მი­ერ, რო­მე­ლიც მის
მართვას შეძლებს.
ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში
უნ­და იყო­ლი­ოთ სა­ბ­ლით.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?