პო­ინ­ტე­რე­ბი
პო­ინ­ტე­რე­ბი
ძაღ­ლე­ბი, რო­გორც მო­ნა­დი­რე კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი, ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­დნენ, რად­გან პატ­რონს საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ . მო­ნა­დი­რე მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ სე­ტე­რე­ბად და პო­ინ­ტე­რე­ბად (იხ. სუ­რა­თე­ბი) და რეტ­რი­ვე­რე­ბად და სპა­ნი­ე­ლე­ბად.

პო­ინ­ტე­რე­ბი
უძ­ვე­ლე­სი გე­ნე­ა­ლო­გი­ის ძაღ­ლე­ბის კი­დევ ერ­თი ჯგუ­ფი, პო­ინ­ტე­რე­ბი, დღე­ვან­დე­ლი სა­ხით უკ­ვე XVII სა­უ­კუ­ნე­ში იყო ცნო­ბი­ლი. ისი­ნი წარ­მო­იშ­ვნენ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ეს­პა­ნუ­რი პო­ინ­ტე­რის­გან, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნე­ვა ჯი­შის მა­მამ­თავ­რად. ამ მო­ნა­დი­რე კომ­პა­ნი­ო­ნე­ბის ლა­ქე­ბი­ა­ნი ექ­სტე­რი­ე­რი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო იხ­ვე­წე­ბო­და; მა­თი სხე­უ­ლის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია იმ ლან­დშაფ­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­მაც, სა­დაც ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ. პო­ინ­ტე­რის ბევ­რი ჯი­ში, მა­გა­ლი­თად ძვე­ლი და­ნი­უ­რი
პო­ინ­ტე­რი, მხო­ლოდ ერთ რე­გი­ონ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. პო­ინ­ტე­რი უაღ­რე­სად შემ­გუ­ე­ბე­ლი ჯი­ში­ა.

გე­შის აღე­ბის ოს­ტა­ტი
პო­ინ­ტე­რის ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბი
მოწ­მობს, რომ მას ძალ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვა აქვს. სახ­ლში მცხოვ­რე­ბი პო­ინ­ტე­რიც კი, რო­დე­საც ნა­დი­რო­ბის ობი­ექტს აღ­მო­ა­ჩენს, იქ­ნე­ბა ეს ფრინ­ვე­ლი თუ მღრღნე­ლი, ინ­სტინ­ქტუ­რად იღებს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ პო­ზას _ ყო­ველ­გვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი წვრთნის გა­რე­შე დგე­ბა ნა­ბულ­ზე.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რე­ბი
პო­ინ­ტე­რებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დით მსხვერ­პლის მიგ­ნე­ბა, შე­და­რე­ბით ცუ­დად – ნა­ნა­დი­რე­ვის პოვ­ნა და მო­ტა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით არ უყ­ვართ ამის­თვის წყალ­ში შეს­ვლა. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ძაღ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის – რეტ­რი­ვე­რის გა­მოყ­ვა­ნა.

სე­ტე­რე­ბი
სე­ტე­რი, რომ­ლის სა­ხე­ლიც წარ­მოდ­გე­ბა ინ­გლი­სუ­რი სიტყ­ვი­დან სეტ (ჯდო­მა), მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ ჯგუ­ფის ძაღ­ლი მსხვერპლს მი­აგ­ნებს თუ არა, მის სი­ახ­ლო­ვეს ჯდე­ბა, ზოგ­ჯერ წვე­ბა. ამით ეხ­მა­რე­ბა მო­ნა­დი­რეს, ზუს­ტად ეს­რო­ლოს სა­მიზ­ნეს.
უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ტე­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯი­ში იყო ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რი, რო­მელ­საც სა­უცხოო შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო ზოგ­ჯერ არას­წო­რად უწო­დე­ბენ წი­თურ სე­ტერს. ეს არის მკვირ­ცხლი და საკ­მა­ოდ თავ­ნე­ბა ხა­სი­ა­თის ძაღ­ლი, რო­მე­ლიც იკ­რავს თუ არა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სუნს, მა­შინ­ვე მის­კენ გარ­ბის.

სქე­ლი ბეწ­ვი
ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რის სქელ და გრძელ ბეწვს ხში­რი ვარ­ცხნა სჭირ­დე­ბა, რა­თა არ მო­ი­თე­ლოს. ბეწ­ვი შე­და­რე­ბით სქე­ლია ზამ­თარ­ში.

გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ზა
მსხვერ­პლის ად­გილს პო­ინ­ტე­რი ნა­ბუ­ლის სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი პო­ზით მი­ა­ნიშ­ნებს. ამ დროს უძ­რა­ვად დგას, თა­ვი ოდ­ნავ დახ­რი­ლი აქვს, კუ­დი გას­წო­რე­ბუ­ლი და კი­სე­რი წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი.

ნა­ბუ­ლი
გა­ნა­ბუ­ლი პო­ინ­ტე­რი არც ფრინ­ველს და­აფ­რთხობს, არც ცხო­ველს.


რჩევა
პო­ინ­ტე­რე­ბი შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად იწ­ვრთნე­ბი­ან და პატ­რო­ნის გვერ­დით სა­მუ­შა­ოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან. ბუ­ნე­ბით მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძაღ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი არი­ან სპა­ნი­ე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლებ­მაც გა­ან­ჩხლე­ბა იცი­ან.


ფრთხილად!

სოფ­ლის მი­და­მო­ებ­ში სირ­ბი­ლის დროს მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი ხში­რად ის­ვრე­ბი­ან ტა­ლა­ხით. აცა­ლეთ მიკ­რულ ტა­ლახს გაშ­რო­ბა, შემ­დეგ ჯაგ­რი­სით ად­ვი­ლად ჩა­მო­ბერ­ტყავთ.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?