პეკინესი
პეკინესი
პე­კი­ნე­სი, რო­მელ­საც ჩი­ნე­ლე­ბი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან დი­დად აფა­სებ­დნენ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ფი­ნია და ერ­თგუ­ლი კომ­პა­ნი­ო­ნი­ა, რო­მე­ლიც მთელ დროს ბა­ლი­შებ­ზე კოტ­რი­ალ­ში ატა­რებს. ეს ლე­გენ­და­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი ფუფუ­ნე­ბით ცხოვ­რობ­დნენ პე­კინ­ში, ჩი­ნე­თის იმ­პე­რა­ტო­რის კარ­ზე, სა­დაც დიდ­გვა­რო­ვან­ნი მათ სა­მო­სის სა­ხე­ლო­ებ­ში ჩას­მუ­ლებს და­ა­ტა­რებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ზო­მე­ბი­სა, ეს ძაღ­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­და­რა­ჯე­ე­ბი არი­ან. ეს ერ­თგუ­ლი, შე­მარ­თუ­ლი და მა­მა­ცი ცხო­ვე­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეჩ­ვე­ვი­ან პატ­რო­ნის ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის წესს. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­თი გრძე­ლი, ორ­მა­გი ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა. და­მა­ტე­ბით ზრუნ­ვას მო­ითხ­ოვს ძაღ­ლის უკა­ნა კი­დუ­რე­ბის ბეწ­ვი, რო­მე­ლიც ხში­რად ჭუჭყ­ი­ან­დე­ბა და ითე­ლე­ბა. ძუ­ებს გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ო­დის დად­გო­მი­სას თივ­თი­კი
სცვი­ვათ. ბეწ­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ა­სუფ­თა­ვეთ შამ­პუ­ნით, ყო­ველ­დღე გა­უწ­მინ­დეთ სა­ხე და თვა­ლე­ბი, შე­უ­მოწ­მეთ თა­თე­ბი და მო­ა­ცი­ლეთ მიკ­რუ­ლი
ბირ­კე­ბი ან წკი­რე­ბი.

სხვა მოკ­ლეცხ­ვი­რი­ა­ნი ჯი­შე­ბის მსგავ­სად პე­კი­ნე­სებ­საც სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. ამო­ბურ­ცუ­ლი თვა­ლე­ბი ად­ვი­ლად უზი­ან­დე­ბათ და რქო­ვა­ნა­ზე წყლუ­ლი უჩ­ნდე­ბათ, რაც მხედ­ვე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. Eძუ­ებს ზოგ­ჯერ ლეკ­ვე­ბის დაყ­რა უჭირთ და ამ დროს სა­სურ­ვე­ლი­ა, მას­თან ვე­ტე­რი­ნა­რი იყოს.

Zooclub

ბეწ­ვი
გრძე­ლი, სწო­რი და მფუმფუ-ლა; დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა, ალბინოსისა
და ღვიძლისფრის გარდა.

ცხვი­რი
ფარ­თო, მოკ­ლე და შა­ვი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს მოკ­ლე, სქე­ლი და ძვალ­მსხვი­ლი, უკა­ნა – შე­და­რე­ბით სუსტი.

თვა­ლე­ბი
დი­დი, მუ­ქი, მრგვა­ლი, მოელვარე და ფარ­თოდ ჩას­მუ­ლი.

თათები
წი­ნა თითები ოდ­ნავ ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი აქვს, უკა­ნა – მი­მარ­თუ­ლია წინ.

სა­ხე
ფარ­თო, მუ­ქი, ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი დრუნ­ჩით, გუ­ლის ფორ­მის ყუ­რე­ბი­თა და შე­უ­პო­ვა­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

კუ­დი
Oოდ­ნავ მოხ­რი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

ტა­ნი
Mმსხლის ფორ­მის, კომ­პაქ­ტუ­რი, დაბ­ლა და­წე­უ­ლი, დი­დი გულ­მკერ­დით.

Zooclub

ამ ჯიშს, ად­ვი­ლი მოსავ­ლე­ლი რომ იყოს, ხში­რად ბეწვს კრე­ჭენ.
პე­კი­ნე­სი ძაღ­ლის ერთ-ერ­თ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჯი­შად ით­ვლე­ბა.
ხან­გრძლი­ვი სი­ა­რუ­ლი და ბევ­რი ვარ­ჯი­ში არ სჭირ­დე­ბათ, მათ­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლი ხან­მოკ­ლე სე­ირ­ნო­ბაც საკ­მა­რი­სი­ა.


რჩევა:
ამ ძაღ­ლებს სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო შე­საძ­ლოა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დეთ.
თუ ზედ­მეტ საკ­ვებს მის­ცემთ, შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან გა­სუქ­დნენ.

ხვადი
15- 23 სმ
5-6 კგ

ძუ
15-23 სმ
5-6 კგ

მონაცემები:
წარმოშობა - ჩინეთი
მთავ. დანიშნულება - დიდებულების ნებიერა
ტემპერამენტი - გონიერი, შეუპოვარი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - საგანგებო
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - ბრწყინვალე
ლალი დეიდა
ისაც გაითვალისწინეთ რომ ძალიან კაპასია!
tatuka
კვირის ბოლოს ვკიდულობ 100$ ად
nona
რა გირს?
marika jijikhia
ჩემი საყვარელი ჯიშია, მაინტერესებს ეზოიან სახლში თუ შეიძლება მისი ყოლა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?