პაპიონი
პაპიონი
მომ­ხიბ­ლა­ვი პა­პი­ო­ნი სი­კოხ­ტა­ვი­თა და თავ­შე­საქ­ცე­ვი ცუღ­ლუ­ტო­ბე­ბით ადა­მი­ან­თა გუ­ლებს იპყ­რობს. მას უყ­ვარს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და მოს­წონს , რო­ცა თავს დას­ტრი­ა­ლე­ბენ. მის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი და ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი დგე­ბა. პა­პი­ო­ნის (ფრან­გუ­ლად ეს სა­ხე­ლი პე­პე­ლას ნიშ­ნავს) წარ­მო­შო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, მაგ­რამ XVI სა­უ­კუ­ნე­ში ის ევ­რო­პელ დიდ­გვა­რო­ვან­თა საყ­ვა­რე­ლი ჯი­ში იყო. ამ გო­ნი­ერ, შემ­გუ­ე­ბელ და მე­გობ­რულ ფი­ნი­ებს მხი­ა­რუ­ლი და მო­უს­ვე­ნა­რი ხა­სი­ა­თი აქვთ – პატ­რო­ნებ­ზე მბრძა­ნებ­ლო­ბა­საც კი ცდი­ლო­ბენ. პა­ტა­რა ზო­მის გამო ისი­ნი მო­და­რა­ჯე­ე­ბად არ გა­მოდ­გე­ბი­ან, თუმ­ცა, შე­უძ­ლი­ათ, პატ­რონს ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცევ­ი­ნონ უჩ­ვე­უ­ლო ხმა­ურ­ზე ან უც­ნო­ბის მოს­ვლა გა­ა­გე­ბი­ნონ.

ძა­ლი­ან
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი გრძე­ლი, აბ­რე­შუ­მი­ვით ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი ვ
არ­ცხნა. პა­პი­ო­ნე­ბი ძი­რი­თა­დად სუფ­თე­ბი არი­ან და ძაღ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნი არ ას­დით.

აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით, რო­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. და­ა­ჭე­რით ფრჩხი­ლე­ბი და რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უ­სუფ­თა­ვეთ კბი­ლე­ბი, რად­გან ნა­დე­ბი უგ­როვ­დე­ბათ და ქვე­ბი უჩ­ნდე­ბათ.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - ევროპა
მთავ. დანიშნ - კომპანიონი
ტემპერამენტი - ენერგიული, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
20-28 სმ
4-5 კგ
ძუ
20-28 სმ
4-5 კგ

Zooclub

ბეწ­ვი

გრძე­ლი და მბზი­ნა­ვი, თეთ­რში შე­რე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შეფერილობის, გარ­და ღვიძ­ლის­ფერი­სა.

კუ­დი

მი­სი გრძე­ლი, უხ­ვბეწ­ვი­ა­ნი, მაღ­ლა აწე­უ­ლი კუ­დის გა­მო, პა­პი­ონს ოდეს­ღაც ციყ­ვი­სე­ბურ სპა­ნი­ელს ეძახ­დნენ.

ყუ­რე­ბი
ბალნის გრძელი ფო­ჩე­ბით შემ­კუ­ლი და პეპ­ლის ფრთე­ბის ფორ­მის.

თათები
თხე­ლი, წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და კურ­დღლის მსგავ­სი.

სა­ხე
პა­ტა­რა და წაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, უდარ­დე­ლი და მხი­ა­რუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
შა­ვი, კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი თეთ­რი ფუ­ძით.

ტა­ნი
Kკარ­გი პრო­პორ­ცი­ის და კომ­პაქ­ტუ­რი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის კის­რითა და ზო­მი­ე­რად ფარ­თო გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს გამ­ხდა­რი და ლა­მა­ზი ფორ­მის.


Zooclub

პა­პი­ო­ნი პა­ტა­რა, მე­გობ­რუ­ლი, მოხ­დე­ნი­ლი აგე­ბუ­ლე­ბის ძაღ­ლი­ა. მსუ­ბუ­ქი, კოხ­ტა და სი­ცოცხ­ლით სავ­სე ეს არ­სე­ბა სხვა ჯი­შე­ბი­სა­გან თა­ვი­სი ლა­მა­ზი, პეპ­ლის მსგავ­სი ყუ­რე­ბით გან­სხვავ­დე­ბა. ამ ცელქ, პა­წია ძაღლს უყ­ვარს სირ­ბი­ლი, მაგ­რამ სახ­ლში ყოფ­ნი­თაც თავს კარ­გად გრძნობს. რო­გორც ყვე­ლა ძაღლს, მა­საც სჭირ­დე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში.


რჩევა:
პა­პი­ო­ნე­ბს საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ გაძ­ვრნენ ღო­ბე­ში, თუ­კი არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­მე­ბი.
ცუდად იტანენ ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?