წვე­რო­სა­ნი კო­ლი
წვე­რო­სა­ნი კო­ლი
მე­გობ­რუ­ლი, მშვი­დი წვე­რო­სა­ნი კო­ლი ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი­ა, თუმ­ცა ძნე­ლად მო­სავ­ლე­ლი ბეწ­ვი აქვს . ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მათ, ვინც მის ყო­ლას გა­დაწყ­ვეტს. წვე­რო­სან კო­ლის ბევ­რი ვარ­ჯი­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა და სხვა ძაღ­ლებ­თან შე­და­რე­ბით დიდ­ხანს ცოცხ­ლობს. ეს შრო­მის­მოყ­ვა­რე მეცხ­ვა­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად შოტ­ლან­დი­ა­ში მწყემ­სავ­დნენ სა­ქო­ნელს. მათ ოდეს­ღაც მთი­ა­ნე­თის კო­ლის სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ. წვეროსანი კოლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წარ­მო­იშ­ვა პო­ლო­ნე­თის დაბ­ლო­ბე­ბის მეცხ­ვა­რუ­ლი ძაღ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც შოტ­ლან­დი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500 წლის წინ ჩა­იყ­ვა­ნეს. ეს გო­ნი­ე­რი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და უში­შა­რი ძაღლები დი­დი ენერ­გი­ი­თა და გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, უყ­ვართ ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ მათ­მა დიდ­მა ზო­მამ და
მწყემ­სის ინ­სტინ­ქტ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ში­ნონ პა­ტა­რე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ძაღ­ლის ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა, ოღონდ ჯერ წყლით
და­უ­ნა­მეთ და მო­ა­ცი­ლეთ მო­თე­ლი­ლი ად­გი­ლე­ბი. გან­გუ­რის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუ­ნვა სჭირ­დე­ბა. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, გა­აკ­რე­ჭი­ნეთ პრო­ფე­სი­ო­ნალს ყო­ველ ორ თვე­ში ერ­თხელ.

აქ­ტი­უ­რი ძაღ­ლია და ესა­ჭი­რო­ე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში, სა­სურ­ვე­ლია ირ­ბი­ნოს უსა­ბ­ლოდ. Kკარ­გად შე­უ­მოწ­მეთ თივ­თი­კი, და მო­ა­ცი­ლეთ სე­ირ­ნო­ბის დროს მიკ­რუ­ლი ტკი­პე­ბი.

Zooclub

კუ­დი
გრძე­ლი და უხ­ვად შე­მო­სი­ლი თმით.

ბეწ­ვი
უხე­ში, გრძე­ლი, ორ­შრიანი; დამახასიათებელი შეფერილობებია: რუ­ხი, შა­ვი, წითური ან ჩალისფერი თეთრით ან მის გა­რე­შე.

ტა­ნი
უფ­რო გრძე­ლი, ვიდ­რე სი­მაღ­ლე; დი­დი გულ­მკერ­დით და ღო­ნი­ე­რი, ოდ­ნავ აზი­დუ­ლი კის­რით.

ცხვი­რი

დი­დი და კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხებიც აქვს ღო­ნი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თვა­ლე­ბი
დი­დი, მეტყ­ვე­ლი, ალერ­სი­ა­ნი მზე­რით; ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბეწ­ვის ფერ­ზე.

სა­ხე
სი­მეტ­რი­უ­ლი;
ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბი­თა და გრძე­ლი, აბ­რე­შუ­მი­სებ­რი წვე­რით.

თათები

ოვა­ლუ­რი, მოზ­რდი­ლი ბა­ლი­შე­ბი­თა და ამოზნექილი თითებით.

მონაცემები:
წარმოშობა - შოტლანდია
მთავარი დანიშნულება - ცხვრის მწყემსვა
ტემპერამენტი - ენერგიული, ფხიზელი
სიც. ხანგრძლ. - 12-14 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა.
ვარჯიში - რეგულარული
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
53-56 სმ
20-25 კგ
ძუ
51-53 სმ
18-23 კგ

პრო­პორ­ცი­უ­ლი აღ­ნა­გო­ბის, ჩას­კვნი­ლი წვე­რო­სა­ნი კო­ლი კუდ­წა­უჭ­რელ ძვე­ლინ­გლი­სურ მეცხ­ვა­რულ ძაღლს ჰგავს.

ძი­რი­თა­დად ჯან­მთე­ლი ჯი­ში­ა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ აღე­ნიშ­ნე­-ბა მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის დის­პლა­ზია და თვა­ლის დე­ფექ­ტე­ბი.

რჩევა:
თუ წვე­როსანი კო­ლე­ბი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე არ გა­და­აჩ­ვი­ეთ ყე­ფას, შე­გა­წუ­ხე­ბენ.
ზო­გი­ერთ ძაღლს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია აქვს პარაზიტული ჭი­ის წა­მალ­ზე.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?