ბასეტ ჰაუნდი
ბასეტ ჰაუნდი
ამ მშვიდ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძაღლს მუ­დამ ნაღ­ვლი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სი­ცოცხ­ლით აღ­სავ­სე ცხო­ვე­ლი­ა. ნა­დი­რო­ბი­სას სუ­ნით მიჰ­ყვე­ბა კვალს . შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძაღ­ლია ისე­თი ოჯა­ხე­ბის­თვის, სა­დაც ბავ­შვე­ბი ჰყავთ. ბა­სე­ტი წარ­მო­შო­ბით საფ­რან­გე­თი­და­ნა­ა (ფრან­გუ­ლად ბას – და­ბალს ნიშ­ნავს) და მხო­ლოდ 100 წლის წინ დამკვიდ­რდა ბრი­ტა­ნეთ­ში. კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ნის აღე­ბი­სა და კვალ­ში ჩად­გო­მის უნარ­მა მა­ლე ბა­სე­ტი მო­ნა­დი­რის შე­უც­ვლელ თა­ნა­შემ­წედ აქ­ცი­ა. მშვი­დი და დამ­თმო­ბი ბა­სეტ ჰაუნდი მშვე­ნივ­რად ეწყ­ო­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას. სწო­რად გაწ­ვრთნი­ლი მორ­ჩი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე სუნ­მა და­ა­ინ­ტე­რე­სა, უმარ­თა­ვი ხდე­ბა.
მი­სი გლუ­ვი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ
მა­გა­რი ჯაგ­რი­სით; აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­ნეთ შამ­პუ­ნით.

კე­თი­ლი ზნი­სა და წყნა­რი ბუ­ნე­ბის გა­მო ბა­სე­ტი დი­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ო­ნი­ა.
პატ­რო­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და შეხ­ვდეს გა­რე­მო­ე­ბას, რომ ეს ძაღ­ლი აქ­ტი­უ­რად მიჰყვება აღე­ბულ სუნს გა­რეთ ყოფ­ნი­სას და სე­ირ­ნო­ბის დრო­საც.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა – დიდი ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება – ნადირობა
ტემპერამენტი – მშვიდი
სიც. ხანგრძლივობა – 12 წელი
მოვლა – ყოველკვ. ვარცხნა
ვარჯიში – რეგულარ., ზომიერი
მოდარაჯე – შეუსაბამო

ხვადი
30-38 სმ; 23-29 კგ.
ძუ
28-36 სმ; 20-27 კგ

Zooclub

კუ­დი
ოდ­ნავ მოხ­რი­ლი, ქვედა მხა­რეს უხე­ში ბეწ­ვით.

თვა­ლე­ბი
დი­დი და ყა­ვის­ფე­რი, ღრმად ­ჩამ­ჯდა­რი.

სა­ხე
გრძე­ლი და პრო­პორ­ცი­ული, მოშ­ვე­ბუ­ლი კა­ნით, რო­ცა თავს დაბ­ლა ხრის, წარ­ბებ­თან უჩ­ნდე­ბა ნა­ო­ჭე­ბი.

ცხვი­რი
მუ­ქი პიგ­მენ­ტა­ცი­ი­თა და ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ფე­ხე­ბი
მოკ­ლე, ჩას­კვნი­ლი, ძლი­ე­რი; წი­ნა ფეხებზე კანი შიშველია და ნაკეცებს ქმნის.

ბეწ­ვი
მოკ­ლე ბეწ­ვი, თეთ­რი, ხორ­ბლის­ფერი, შა­ვ­ი და ზოგ­ჯერ ლი­მო­ნის­ფერი ლაქებით.

თათები
მა­სი­უ­რი, უხე­ში, მძი­მე ბა­ლი­შე­ბით და ფარ­თო თითებით.

ტა­ნი
გრძე­ლი და კას­რის ფორ­მის, ძაღ­ლის მთე­ლი წო­ნა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ტა­ნის წი­ნა ნა­წილ­ში.


რეგულარული ვარ­ჯი­ში და­ეხ­მა­რე­ბა ბა­სეტ ჰა­უნდს, რომ იყოს ჯან­მრთე­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი, მაგ­რამ ეცა­დეთ, არ იხ­ტუ­ნოს, რად­გან და­ი­ზი­ა­ნებს წი­ნა ფეხებს.

რო­გორც უნ­და გთხო­ვოთ საჭ­მე­ლი, ზედ­მე­ტი არაფ­რით მის­ცეთ, ჭარ­ბი წო­ნა დიდ ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა მის ფე­ხებ­სა და ხერ­ხე­მალს, რის შე­დე­გადაც, სი­ა­რულ­საც ვე­ღარ შეძ­ლებს.

ბა­სეტ ჰა­უნ­დის გრძე­ლი, მძი­მე ყუ­რე­ბი ად­ვი­ლად ხდება ინფექციის კერა. იმი­სათ­ვის, რომ აა­რი­დოთ პრობ­ლე­მებს, ყო­ველ კვი­რას გა­უწ­მინ­დეთ ყუ­რე­ბი. მოკ­ლე ბეწ­ვი ძალიან არ სცვივა, ამიტომ დიასახლისებს ხალიჩებისა და ავეჯის ხშირად გაწმენდა არ მოუწევთ.

Zooclub

რჩევა:
მიდ­რე­კი­ლია ავად­მყო­ფუ­რი სიმ­სუქ­ნის­კენ, ამი­ტომ ნუ მის­ცემთ ზედ­მე­ტ საკ­ვებს.
თუ კა­ნის ან ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ა გა­ნუ­ვი­თარ­და, შე­საძ­ლოა, უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი აუ­ვი­დეს.



ტეგები
manana
ეს იყო კოლომბოს საყვარელი ძაღლი,მშვიდი ,მაგრამ მსუქანა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?