ჩაუ ჩაუ
ჩაუ ჩაუ
მიმ­ზიდ­ველ, ალერ­სი­ან და ერ­თგულ ჩაუ ჩა­უს, რო­მე­ლიც უჩ­ვე­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს . ის ძალ­ზე ჰგავს უძ­ვე­ლეს ძაღ­ლებს, რო­მელ­თა ნა­მარ­ხე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი­. შპი­ცის ტი­პის ჩაუ ჩა­უ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ციმ­ბირ­ში ან მონ­ღო­ლეთ­ში წარ­მო­იშ­ვა. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, ამ ჯი­შის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბუ­დის­ტუ­რი ტაძ­რე­ბის მო­და­რა­ჯე­ე­ბი და ჩი­ნე­თის იმ­პე­რა­ტო­რე­ბის მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი იყ­ვნენ. 120 წლის წინ ეს ჯი­ში თით­ქმის უც­ნო­ბი იყო და­სავ­ლე­თი­სათ­ვის. ჩაუ ჩა­უს გაწ­ვრთნას დი­დი ძა­ლიხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მის­გან კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი გა­მო­დის. მას ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც ავ ძაღლს, თუმ­ცა – და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, და­უნ­დობ­ლად იბ­რძვის მხო­ლოდ მა­შინ,
რო­ცა გა­მო­იწ­ვე­ვენ.

მი­სი გრძე­ლი ბა­ლა­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლად უნ­და და­ი­ვარ­ცხნოს. და­მა­ტე­ბი­თი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა გან­გუ­რის დროს, რო­ცა სქელ
თივ­თიკს იც­ვლის. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით.

Zooclub


მონაცემები
წარმოშობა - ციმბირი, მონღოლეთი
მთავ. დანიშნულება - მცველი, მონადირე
ტეპმერამენტი - დამოუკიდ., ერთგული
სიც. ხანგრძლ. - 10-13 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული
მოდარაჯე - ძალიან კარგი

ხვადი
46-58 სმ
23-29 კგ
ძუ
46-56 სმ
20-27 კგ


ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რი, უკა­ნა – ძლი­ე­რი და მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი.

თათები
კა­ტის მსგავ­სი, მრგვა­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი, სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით.

კუდი
მაღლა ებმის და სიარულისას ზურგისკენ აქვს აზიდული.

სა­ხე
დანაოჭებული შუბლი და თვალებზე ჩამოფარებული წარბები, სახეს მოღუშულ გამომეტყველებას აძლევს.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, ღრმად ჩამ­ჯდა­რი და გან­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი.

ცხვი­რი
დი­დი, ფარ­თო და შა­ვი, გახ­სნი­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

ენა
ყო­ველ­თვის მო­ლურ­ჯო-­მო­შა­ვო.

ბეწ­ვი
ხში­რი, რბი­ლი ორ­მა­გი ბეწ­ვი; მთლი­ა­ნად შა­ვი, წი­თური, ჩა-ლისფერი, კრე­მისფე­რი, ცის­-
ფე­რი ან თეთ­რი, ან მათი ტონე-ბით, მაგრამ არასოდეს ჭრელი.

ტა­ნი
მოკ­ლე, კომ­პაქ­ტუ­რი, ძლი­ე­რად და­კუნ­თუ­ლი, ფარ­თო, დი­დი გულ­მკერ­დი­თა და ძლი­ე­რი კის­რით.

Zooclub

ამ ჯი­შის ო­რი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მუ­ქი ლურ­ჯი ენა და თით­ქმის სწო­რი უკა­ნა ფე­ხე­ბი, რის გა­მოც სი­ა­რუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რა გა­ნუ­ვი­თარ­და.

ჩაუ ჩაუ ზარ­მა­ცი­ა, რის დაძ­ლევა­საც რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შით შეძ­ლებს. ამ ძაღლს ლომს ადა­რე­ბენ, რად­გან თა­ვის უკა­ნა ნა­წილს დი­დი ფა­ფა­რი უმ­შვე­ნებს.

Zooclub

რჩევა:
სქე­ლი ბეწ­ვის გა­მო შე­უ­ფე­რე­ბე­ლია ცხელ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.
თუ მის გარ­შე­მო ბევ­რი უცხო პი­რი­ა, შე­საძ­ლოა გა­ღი­ზი­ან­დეს.




ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?