ბუ­ვიე დე ფლან­დრი
ბუ­ვიე დე ფლან­დრი
ბუ­ვიე დე ფლან­დრის ღო­ნი­ე­რი, მუ­შა სხე­უ­ლი და დინ­ჯი ხა­სი­ა­თი ადა­მი­ანს ამ ჯი­შის მი­მართ ნდო­ბით გა­ნაწყ­ობს . დღეს ამ ძაღლს სა­პო­ლი­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თა და უსი­ნათ­ლო­თა და­სახ­მა­რებ­ლად იყე­ნე­ბენ. ბუ­ვიე დე ფლან­დრი წარ­მო­იშ­ვა საფ­რან­გე­თი­სა და ბელ­გი­ის სა­საზღ­ვრო რე­გი­ონ­ში, სა­დაც სა­ქონ­ლის სამ­წყემ­სავად და მცვე­ლე­ბად ჰყავ­დათ. I მსოფ­ლიო ომის დროს მას ჯა­რის­კა­ცე­ბი­სათ­ვის ბა­რა­თე­ბის მი­ტა­ნა და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა ევა­ლე­ბო­და. შემ­გუ­ე­ბე­ლი და მშვი­დი ხა­სი­ა­თის ბუ­ვიე ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი და ბრწყინ­ვა­ლე მო­
და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა. თუ ძაღ­ლი ეზო­ში ცხოვ­რობს, ამით მის უხეშ, მშრალ ბეწვს არა­ფე­რი აკ­ლდე­ბა, რად­გან ძნე­ლად ეკა­რე­ბა ჭუჭყი და წყა­ლი. თუ სახ­ლში გყავთ, შე­გიძ­ლი­ათ რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ვარ­ცხნოთ მი­სი გრძე­ლი ბეწ­ვი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ აბა­ნა­ოთ ან მშრალი
შამ­პუ­ნით გა­ა­სუფ­თა­ოთ. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ხელს უწყ­ობს ძაღ­ლი­სა და პატ­რო­ნის და­ახ­ლო­ე­ბას.

ბუ­ვი­ეს სა­ხეს სქე­ლი ულ­ვა­ში და წვე­რი ამ­კობს, რასაც ზო­გი­ერ­თი პატ­რო­ნი მოვ­ლის გა­ი­ო­ლე­ბის მიზ­ნით კრეჭს. ეს ამ­ტა­ნი ძაღ­ლე­ბი თით­ქმის არა­სო­დეს ხდე­ბი­ან ავად. ისი­ნი რთულ პი­რო­ბებ­შიც კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ სა­მუ­შა­ოს.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - საფრანგეთი, ბელგია
მთავ. დანიშნულება - მწყემსვა და დაცვა
ტემპერამენტი - მშვიდი, მორჩილი
სიც. ხანგრძლ. 10-12 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

58-71 სმ
34-41 კგ
ძუ
56-69 სმ.
27-36 კგ.


კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ, წაჭ­რი­ლი.

თათები
მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი. ამოზნექილი თითებით, ძლი­ე­რი, შა­ვი ფრჩხი­ლე­ბითა და სქე­ლი, უხე­ში ბა­ლი­შე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს ძლი­ერ და­კუნ­თუ­ლი და სწო­რი.

ბეწ­ვი
უხე­ში, გრძე­ლი და აბურ­ძგნი­ლი, ორ­მა­გი ბეწ­ვი. დამახასიათებელი შეფერილობებია: შა­ვი, ნაც­რის­ფე­რი, ჭრელი, დათრთვილული, ზოგ­ჯერ თეთ­რი გულ­მკერ­დით.

სა­ხე
და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ულ­ვა­ში და წვე­რი; მა­მა­ცი, ფხი­ზე­ლი გა­მომეტყველებით.

თვა­ლე­ბი
ო­ვა­ლუ­რი ფორ­მის და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი.

ცხვი­რი
დი­დი, შა­ვი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
პრო­პორ­ცი­უ­ლი აღ­ნა­გო­ბის; ძლი­ე­რი, და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და ფარ­თო გულ­მკერ­დით.

მა­მა­ცი და უში­შა­რი ბუ­ვიე დე ფლან­დრე­ბი ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბი და მცვე­ლე­ბი არი­ან. ესა­ჭი­რო­ე­ბათ ბევ­რი ვარ­ჯი­ში. სა­ერ­თოდ, ამ ცხო­ვე­ლებს სოფ­ლად ან ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა უფ­რო შე­ე­ფე­რე­ბათ. რად­გა­ნაც ეს ძაღ­ლი ტა­ნად დი­დი ჯი­ში­ა, ყო­ველ­თვის უნ­და ადევ­ნოთ თვალყუ­რი, რომ უნებ­ლი­ეთ რა­მე ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს ახ­ლო­მახ­ლო მყოფ სხვა ცხო­ვე­ლებს ან ბავ­შვებს.

რჩევა:
შე­იძ­ლე­ბა გა­აწ­ვა­ლოს მენჯ-ბარძაყის სახსრის დის­პლა­ზი­ამ და თვა­ლის ისეთ­მა პრობ­ლე­მამ, რო­გო­რი­ცაა კა­ტა­რაქ­ტა.
ეს ძაღ­ლე­ბი არ ენ­დო­ბი­ან უცხ­ო­ებს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?