ბორზოი
ბორზოი
ბორ­ზოი მოხ­დე­ნი­ლი, ლა­მა­ზი, მე­გობ­რუ­ლი და წყნა­რი ძაღ­ლი­ა. თუ მუდ­მი­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი გსურთ და შე­გიძ­ლი­ათ უზ­რუნ­ველ­ყოთ იმ­დე­ნი ვარ­ჯი­შით , რამ­დენ­საც ისი­ნი მო­ითხ­ოვენ, ეს ჯი­ში სავ­სე­ბით გა­მო­გად­გე­ბათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის წარ­მო­იშ­ვა შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მწევ­რე­ბის­გან, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან წა­ა­გავს. ბორ­ზოი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი­ა, თუმ­ცა ხმა­უ­რი­ა­ნი ბავ­შვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ღი­ზი­ან­დე­ბა. ეს პატ­რო­ნის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძაღ­ლი კარ­გად ეგუ­ე­ბა თა­ნა­მოძ­მე­ებს, თუმ­ცა დიდ ყუ­რადღ­ე­ბას მო­ითხ­ოვს. მი­სი გრძე­ლი, აბ­რე­შუ­მი­სებ­რი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია ჯაგ­რი­სის მეშ­ვე­ო­ბით. გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­თი მა­ღა­ლი ძაღ­ლის ბა­ნა­ო­ბა რთუ­ლი საქ­მე­ა, თუმ­ცა ხში­რად არ არის სა­ჭი­რო. შე­აკ­რი­ჭეთ ბეწ­ვე­ბი თი­თებს შო­რის,
რათა თა­ვი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად იგ­რძნოს.

ჯან­სა­ღად რომ იყოს, ეს ძაღ­ლი სა­ჭი­რო­ებს ბევრ ვარ­ჯიშს და საბ­ლის
გა­რე­შე
თა­ვი­სუფ­ლად სირ­ბილს.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - რუსეთი
მთავარი დანიშნულება - მგლებზე ნადირობა
ტემპერამენტი - წყნარი, თავშეკავებული
სიც. ხანგრძლივობა 10-12 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - სუსტი

ხვადი
71 სმ
34-48 კგ
ძუ
66 სმ
27-41 კგ

კუ­დი
გრძე­ლი, დაშ­ვე­ბუ­ლი და ბო­ლო­ში ლა­მა­ზად მორ­კა­ლუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, უკა­ნა – გრძე­ლი, და­კუნ­თუ­ლი და ღო­ნი­ე­რი.

ტა­ნი
მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი, და­კუნ­თუ­ლი, სწრა­ფი სირ­ბი­ლის­თვის მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დით.

თათები
კურ­დღლის მსგავ­სი, ამოზნექი­ლი თითებითა და მრგვა­ლი ბა­ლი­შებით.

სა­ხე
გრძე­ლი და ვიწ­რო, კეთილი, ჭკვი­ა­ნუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
Mმუ­ქი და ოდნავ დახრილი ჭრილით.

ცხვი­რი
შუბლიდან ცხვირზე გა-დასვლის ადგილი სუსტად აქვს გამოხატული.

ბეწ­ვი
გრძე­ლი, აბ­რე­შუ­მი­სებ­რი, ხვე­უ­ლი; ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ თეთ­რი, ფერადი ლა­ქე­ბით.

Zooclub


ეს ძაღ­ლი ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც რუსული მგელმგუდავი, ის წყვი­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რუ­სი არის­ტოკ­რა­ტე­ბის მი­ერ მგლე­ბის და­სა­ჭე­რად. ეს ძაღ­ლე­ბი მა­ნამ­დე აყოვ­ნებ­დნენ და­ჭე­რილ მსხვერპლს, ვიდ­რე პატ­რო­ნი არ მო­ვი­დო­და ნა­დი­რის მო­საკ­ლა­ვად.


Zooclub

რჩევა:
ბორ­ზო­ის სჭირ­დე­ბა საკ­მა­ოდ რბი­ლი სა­წო­ლი, რომ არ გა­უჩ­ნდეს კოჟ­რე­ბი ან რა­მე და­ზი­ა­ნე­ბა იდაყ­ვებ­ზე.
მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ, ამი­ტომ მი­ე­ცით საკ­ვე­ბი მცი­რე ულუ­ფე­ბით და ბევ­რჯერ.




ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?