ბი­შონ ფრი­ზე
ბი­შონ ფრი­ზე
ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რი­ა, რა­ტომ იხიბ­ლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ფუმ­ფუ­ლა ბი­შონ ფრი­ზე­თი, რო­მელ­საც უყ­ვარს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა , სა­უცხოო კომ­პა­ნი­ო­ნია და ყო­ველ­თვის მზა­და­ა, პატ­რო­ნი გა­ა­ხა­ლი­სოს. მარ­თა­ლი­ა, ეს ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად XVI სა­უ­კუ­ნის ფრან­გულ­მა არის­ტოკ­რა­ტი­ამ შე­იყ­ვა­რა (ბიც­ჰონ ფრან­გუ­ლად ფი­ნი­ას ნიშ­ნავს, ფრი­სე – კუ­ლუ­ლებს), მაგ­რამ ბი­შონ ფრი­ზეს, რო­მელ­საც ოდეს­ღაც ტე­ნე­რი­ფე ერ­ქვა, სამ­შობ­ლოდ კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი ით­ვლე­ბა. ეს ცელ­ქი და მხი­ა­რუ­ლი, ჭკვი­ა­ნი და მიმ­ნდო­ბი ძაღ­ლი, არა­სო­დეს არის აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ან სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ, ამას­თან, ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი­ა.

გრძე­ლი და ორ­მა­გი ფუმ­ფუ­ლა ბეწ­ვის გა­მო ხში­რად მას ბამ­ბის ქუ­ლას ადა­რე­ბენ. ბი­შონ ფრი­ზეს
ესა­ჭი­რო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა, რა­თა მშვე­ნი­ე­რი, აბ­რე­შუ­მი­სებ­რი ბეწ­ვი კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. ხში­რად ბი­შონ ფრი­ზეს მაკ­რატ­ლით კრე­ჭენ ტა­ნის
კონ­ტუ­რე­ბის გა­ყო­ლე­ბა­ზე და ვარ­ცხნი­ან ისე, რომ ღრუ­ბელს დაემ­სგავ­სოს.

Zooclub


მონაცემები:
წარმოშობა - კანარის კუნძულები
მთავარი დანიშნულება - კალთის ძაღლი
ტემპერამენტი - ფხიზელი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 14-15 წელი
მოვლა - ინტენსიური
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
23-30 სმ
3-5 კგ
ძუ
23-28 სმ
3-5 კგ

კუ­დი

უხ­ვი ბეწ­ვით შე­მო­სი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას –ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც და­კუნ­თუ­ლი აქვს.

თათები
მჭიდ­რო, მრგვა­ლი, კა­ტი­სე­ბუ­რი, შა­ვი ბა­ლი­შე­ბით.

ბეწ­ვი

ფუმ­ფუ­ლა, თეთ­რი, ორ­მა­გი ბეწ­ვი, ზოგ­ჯერ კრე­მის­ფე­რი ან გარ­გა­რის­ფე­რი ლა­ქე­ბით.

ტა­ნი
მკვრი­ვი და კომ­პაქ­ტუ­რი, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ­მკერ­დი­თა და გრძე­ლი კის­რით.

სა­ხე
მრგვა­ლი; ფხი­ზე­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა.

თვა­ლე­ბი
მრგვა­ლი, შა­ვი.

ცხვი­რი
ა­მოზ­ნე­ქი­ლი და ყო­ველ­თვის შა­ვი.

Zooclub

ეს ფა­ფუ­კი, ქათ­ქა­თა ლეკ­ვი მშვიდ, უწყ­ი­ნარ და თა­მა­შის მოყ­ვა­რულ ფი­ნი­ად გა­იზ­რდე­ბა.
ბი­შონ ფრი­ზეს ბა­ლა­ნი გა­მუდ­მე­ბით ეზ­რდე­ბა და არ სცვი­ვა, ამი­ტომ ზო­გი პატ­რო­ნი მათ გაკ­რე­ჭას ამ­ჯო­ბი­ნებს. ბი­შო­ნე­ბი შე­სა­ფე­რი­სის ჯი­შია მათ­თვის, ვი­საც ძაღ­ლის ბა­ლან­ზე ალერ­გია აქვს.

ამ აქ­ტი­ურ ფი­ნი­ას უყ­ვარს სე­ირ­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­რეთ ნა­ვარ­დი. წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დის შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მორ­ჩი­ლე­ბა­სა და სი­მარჯვე­ში.

Zooclub

რჩევა:
ხშირად აღენიშნება კა­ტა­რაქ­ტა ან ცხვირ-საც­რემ­ლე არხების დახ­შო­ბა, რამაც Dშე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თვა­ლი­დან სითხ­ის დე­ნა და და­უ­ლა­ქაოს თეთ­რი ბეწ­ვი.




თორნიკე
რა ღირს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?