აკიტა
აკიტა
ეს ჯი­ში დღეს ია­პო­ნი­ის ეროვ­ნულ სიმ­დიდ­რედ არის გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი. სიმ­პა­თი­უ­რი და საყ­ვა­რე­ლი აკი­ტა გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რით, სი­მა­მა­ცი­თა და ერ­თგუ­ლე­ბით , ავ­ლენს შპი­ცის ჯგუ­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თვი­სე­ბებს. აკი­ტა თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ია­პო­ნი­ის გა­რეთ მხო­ლოდ ბო­ლო დროს გახ­და ცნო­ბი­ლი. ია­პო­ნი­ა­ში ამ ძაღლს იყე­ნებ­დნენ ირემ­ზე, გა­რე­ულ ტახ­სა და შავ დათ­ვზე სა­ნა­დი­როდ. ფე­ო­და­ლურ ეპო­ქა­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმარ­თე­ბო­და ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი, რაც დღეს აკ­რძა­ლუ­ლი­ა. ამ­ჟა­მად ამ ძაღ­ლებს ამუ­შა­ვე­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში და კარ­-მი­და­მოს მო­და­რა­ჯე­ე­ბად. თა­ვი­დან ავ და მოჩხ­უ­ბარ ჯი­შად გა­მოყ­ვა­ნი­ლი აკი­ტა, გულ­მოდ­გი­ნე წვრთნის შე­დე­გად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს ოჯა­ხის ძაღ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბებს. თუმ­ცა სხვა
ძაღ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს თვალ­ყუ­რი უნ­და ადევ­ნოთ. აკი­ტას მბრძა­ნებ­ლო­ბა უყ­ვარს, ამი­ტო­მაც მი­სი მარ­თვა მხო­ლოდ ძლი­ერ­სა და
გა­მოც­დილ მწვრთნელს შე­უძ­ლი­ა.

აკი­ტას უხე­ში, მოკ­ლე ბეწ­ვი სა­ჭი­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლას, რადგან წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ უხვად სცვივა. და­ვარ­ცხნეთ მა­გარ­ი ჯაგ­რი­სით და დაბა­ნეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რათა არ დაკარგოს ბეწ­ვის ბუ­ნებ­რივი წყალ­გა­უმ­ტა­რო­ბა.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - იაპონია
მთავარი დანიშნულება - მონადირე
ტემპერამენტი - მამაცი, მოსიყვარულე
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - სისტ. ვარცხნა
ვარჯიში - ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე


ხვადი
66-71 სმ
34 -54 კგ
ძუ
61-66 სმ
34-50 კგ


ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი მა­გარ­ძვლი­ა­ნი და სწო­რი აქვს, უკა­ნა – კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და და­კუნ­თუ­ლი.

კუ­დი
სქე­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი, ერთ ან ორ­მაგ წრედ შეკ­რუ­ლი.

ბეწ­ვი
წყალ­გა­უმ­ტა­რი, ორ­მა­გი; სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა და მკვეთრი, მუქი ფერის ლაქები.

თათები
სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით და აპკგადაკრული თითებით, რაც ეხ­მა­რე­ბა ცურ­ვა­ში.

სა­ხე
მა­სი­უ­რი და ფარ­თო; ფხი­ზე­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­მე-ტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
Mმუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, პა­ტა­რა და ღრმად ჩამ­ჯდა­რი.

ცხვი­რი
შა­ვი ან ღია ფე­რის, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
დი­დი და ღო­ნი­ე­რი, სქე­ლი, და­კუნ­თუ­ლი კის­რით და გა­ნი­ე­რი გულ­მკერ­დით.


იმი­სათ­ვის, რომ ფორ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ია­პო­ნუ­რი შპიცის ჯი­შებ­ში ყვე­ლა­ზე დიდ ძაღლს – აკიტას სჭირ­დე­ბა ზო­მი­ე­რი, მაგ­რამ რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში. ის ავად იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც წმინ­და ჯი­შე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მა­თაც ემართებათ მენჯ-ბარძაყის სახსრის დის­პლა­ზია და თვა­ლის დაავადებები. ამ ძაღლს არ სჭირ­დე­ბა
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა.

რჩევა:
კარ­გად ეგუ­ე­ბა ქა­ლა­ქურ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ დი­დი სივ­რცე და ბევ­რი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა.
შე­საძ­ლოა, აგ­რე­სია გა­მო­ამ­ჟღავ­ნოს სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?