ხნიერი ძაღლი ახალ ბრძანებებს ვერ სწავლობს: მითი თუ რეალობა?
ხნიერი ძაღლი ახალ ბრძანებებს ვერ სწავლობს: მითი თუ რეალობა?
"ასაკში სწავლა დაგვიანებულია"- ამ სიტყვებს ხშირად ამბობენ იმის დასარწმუნებლად, რომ ხნიერმა ადამიანმა, გარკვეული გამოცდილებით, რთულია, აითვისოს ახალი საქმიანობა. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ გაცილებით ახალგაზრდა კადრებს, ვიდრე ასაკოვან და გამოცდილ ადამიანებს.

გარკვეულწილად, ეს ეხება ძაღლებსაც, რადგან ითვლება, რომ ხნიერი ძაღლის გაწვრთნა გაცილებით რთულია, ვიდრე ახალგაზრდა ძაღლის ან ლეკვის. თუ არსებულ ფაქტს მეცნიერულად შევხედავთ, მივხვდებით, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ბევრმა ექსპერიმენტმა, განსაკუთრებით იმ ცდებმა, რომლებიც "მითებს ანგრევს", აჩვენა, რომ ასაკოვანი ძაღლისთვის ახალი ილეთების სწავლა რთული არაა, იმ შემთხვევაში, თუ
ძაღლის წვრთნის გამოცდილება გაქვთ. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებსა და სხვა ცხოველებზე.

თითქოს ახალგაზრდა ინდივიდები სიახლეს
სწრაფად ითვისებენ, რადგან ეს ზუსტად ის არის, რასაც მათგან ევოლუცია ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხნიერი ძაღლი წვრთნის უნარს კარგავს. პირიქით, ასაკოვანი ცხოველი, ცხოვრებისეული გამოცდილებით,  შედარებით სწრაფად სწავლობს, ვიდრე ლეკვი.

ასევე იხილეთ:

რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?

როგორ უნდა ასწავლოთ ძაღლს თქვენს გვერდით სიარული?

როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი უმიზეზოდ ყეფას?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?