პოლიციის ძაღლმა თოკზე თვალებახვეულმა დაუბრკოლებლად გაიარა (+ვიდეო)
სოციალურ ქსელებში პოპულარული ხდება ვიდეო, სადაც პოლიციის რიგებში მომსახურე ძაღლმა თოკებზე თვალებახვეულმა დაუბრკოლებლად გაიარა.

პოლიციის ძაღლებს ხშირად უწევთ არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობა. სტაჟის მისაღებად, მათ სპეციალური წვრთნების გავლა სჭირდებათ, რაც ადამიანების უმეტესობას ცხოველის მიმართ უდიერად მოპყრობად მიაჩნია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ორაზროვანი რეაქცია მოყვა: რატომ უნდა აიძულო ცხოველს თოკზე ბალანსის დაცვა, თან - ახვეული თვალებით.

კადრებში ნაგაზი ნელა, თუმცა თავდაჯერებული გადის ექსტრემალურ მარშრუტს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავსი წვრთნებით ცხოველი  ბალანსირებას სწავლობს, რათა დანგრეულ შენობაში გადაადგილდეს, ხოლო შეხვეული თვალები პრაქტიკულად სიტუაციის სრული აღქმაა,
როდესაც კვამლის ან მტვერის შემთხვევაში, მხედველობა თითქმის ნულის ტოლია. ამ პირობებში ხშირად ეძებენ ძაღლები ნანგრევებში
მოყოლილ ადამიანებს.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას

როგორ უნდა მოიქცეს პატრონი, თუ ძაღლს წყლის ეშინია?


Ana
არ მესმის ამის საჭიროება რატომ აკეთებენ ?(( მე მგონი უფრო ექსპერიმენტია ვიდრე აუცილებლობა და რატომ აწვალებენ ცხოველს? სრული იდიოტიზმია (((
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?