ძაღლის მოშინაურება და წვრთნა
ძაღლის მოშინაურება და წვრთნა

ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე (სა­ვა­რა­უ­დოდ, 150 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) ძაღ­ლის სხვა­დას­ხვა ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის მოთხ­ოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბო­და . ამ პრო­ცე­სის შე­სა­ნიშ­ნავ მა­გა­ლი­თად გა­მოდ­გე­ბა მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბის ევო­ლუ­ცი­ა. გრე­ი­ჰა­უნ­დი ამ ჯგუ­ფის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო – სწრა­ფი, ძლი­ე­რი, ამ­ტა­ნი; ჰქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხედ­ვე­ლო­ბა და შე­ეძ­ლო სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ნა­დი­რის და­ჭე­რა და და­ხოც­ვა. მაგ­რამ სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ნა­დი­რო­ბის მე­თო­დე­ბი უფ­რო და­იხ­ვე­წა და სა­ნა­დი­რო სა­ხე­ო­ბე­ბის რიცხ­ვიც გა­ი­ზარ­და, ამი­ტომ გაჩ­ნდნენ მო­ნა­დი­რე ძაღ­ლის ახა­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­დირს სუ­ნით აგ­ნე­ბენ (მე­ძებ­რე­ბი), მის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ად­გე­ნენ (პო­ინ­ტე­რე­ბი და სე­ტე­რე­ბი), სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­დევ­ნი­ან, რომ მო­ნა­დი­რემ ეს­რო­ლოს (სპა­ნი­ე­ლე­ბი), პატ­რონ­თან
მი­აქვთ ნა­ნა­დი­რე­ვი (რეტ­რი­ვე­რე­ბი) და სო­რო­ებ­ში მიძ­ვრე­ბი­ან პა­ტა­რა ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად (ტე­რი­ე­რე­ბი). 5000-ზე მე­ტი წლის წინ ჩი­ნე­თის
იმ­პე­რა­ტო­რებს გა­მოჰ­ყავ­დათ პა­ტა­რა ფი­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ხე­ლით და­ა­ტა­რებ­დნენ თა­ვი­ანთ სა­სახ­ლე­ებ­ში. მი­ნი­ა­ტი­უ­რი­ზა­ცი­ის ამ პრო­ცეს­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა პა­ტა­რა, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბას, რო­მელ­თა შო­რის ბევ­რი დღემ­დე რჩე­ბა ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლად. ძაღ­ლე­ბის მო­ში­ნა­უ­რე­ბა­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ინ­დუს­ტრი­ულ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ.

XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბამ ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა – მათ მე­ტი დრო დარ­ჩათ საყ­ვა­რე­ლი საქ­მის სა­კე­თებ­ლად. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა და მა­თი გა­მო­ფე­ნებ­ზე გა­მოყ­ვა­ნა დრო­ის გა­ტა­რე­ბის პო­პუ­ლა­რულ სა­შუ­ა­ლე­ბად იქ­ცა. შე­დე­გად ძაღ­ლე­ბის მომ­შე­ნებ­ლებ­მა ყუ­რადღ­ე­ბა მა­თი გა­რეგ­ნო­ბის დახ­ვე­წა­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, რა­მაც ერ­თობ გა­ზარ­და ჯი­შე­ბის რიცხ­ვი.



ცოტა რამ ძაღლების შესახებ ისტორიული წარსულიდან:

ოქ­როს მო­ნა­დი­რე

ფა­რა­ონ ტუ­ტან­ხა­მო­ნის აკ­ლდა­მა­ში ნა­პოვნ ბუ­ზე­ბის მო­სა­გე­რი­ე­ბელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სცე­ნა ადას­ტუ­რებს, რომ ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ნა­დი­რო ძაღ­ლე­ბი ჰყავ­დათ.


ად­რე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან

ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი XIX სა­უ­კუ­ნის ეს ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო, `ბავ­შვი თეთ­რ-ყა­ვის­ფერ სპა­ნი­ელ­თან ერ­თად~, რომ­ლის ავ­ტო­რი­ა ­Aა­მი­ლა გიიო სა­გე­ზი, წარ­მო­ა­ჩენს იმ სი­ახ­ლო­ვეს, რაც ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და ძაღ­ლსა და ადა­მი­ანს შო­რის. ერთ დროს სა­მე­ფო სახ­ლის საყ­ვა­რე­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შე­ბი დღეს მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ოჯა­ხის საყ­ვა­რელ არ­სე­ბე­-ბად ით­ვლე­ბი­ან.


სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ძაღ­ლე­ბი

ზო­გი­ერ­თი ჯი­ში მთე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე მცი­რე­დით  თუ შე­იც­ვა­ლა. I  სა­უ­კუ­ნის რო­მა­უ­ლი ქან­და­კე­ბის ეს ძაღ­ლე­ბი სა­ოც­რად ჰგვა­ნან თა­ნა­მედ­რო­ვე უი­პეტს. მი­სი დი­დი ზო­მის სა­ხეს­ხვა­ო­ბის – გრე­ი­ჰა­უნ­დის – გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ნა­პოვ­ნია 8000 წლის წი­ნან­დე­ლ მე­სო­პო­ტა­მი­უ­რი კე­რა­მი­კის ფრაგ­მენ­ტებ­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში ეს ძაღ­ლი ძი­რი­თა­დად სა­ნა­დი­როდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.


ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ომ­რე­ბი

კლდე­ზე შეს­რუ­ლე­ბულ ერთ-ერთ ნა­ხატ­ზე, რო­მე­ლიც ბრინ­ჯა­ოს ხა­ნას (ძვ.წ 1700–500) გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, გა­მო­სა­ხუ­ლია უძ­ვე­ლე­სი მე­ომ­რე­ბი და მა­თი ერ­თგუ­ლი ძაღ­ლე­ბი. ეს ნი­მუ­ში წარ­მო­ად­გენს ტა­ნუ­მის (შვე­დე­თი) კლდის მხატ­ვრო­ბის ნა­წილს, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში.


ტე­რი­ე­რე­ბის ამ­ბა­ვი

1939 წლის 18 მარტს ინ­გლის­ში, გლოს­ტერ­შირ­ში, პერ­სი დრა­ი­ვერ­მა ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი სო­რო­დან მაჩ­ვის გა­მო­სა­დევ­ნად გა­მო­ი­ყე­ნა. ძაღ­ლმა ცხო­ველს მი­აგ­ნო, მო­იმ­წყვდი­ა, მე­რე სო­რო­დან ამო­ვი­და და პატ­რონს მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მი­ა­ნიშ­ნა. ტე­რი­ე­რე­ბი სწო­რედ ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს – მათ სო­რო­ებ­ში შეძ­რო­მა უნ­და შეს­ძლე­ბო­დათ. მათ ხშირად აჭ­რიან კუდს – უტო­ვე­ბენ მხო­ლოდ იმ­დენს, რომ პატ­რონ­მა ხე­ლის ჩავ­ლე­ბა და ძაღ­ლის შე­ჩე­რე­ბა შეძ­ლოს.


სა­წო­ლის ძაღ­ლე­ბი

გა­ლო-­რო­მა­ნულ ეპო­ქა­ში ძაღ­ლი უფ­რო მეტს ნიშ­ნავ­და, ვიდ­რე უბ­რა­ლო მუ­შა კომ­პა­ნი­ო­ნი. მას პატ­რო­ნე­ბი სა­კუ­თარ სა­წოლ­ში იწ­ვენ­დნენ, რა­საც სენ-ჟერ­მენ ლე­ის (საფ­რან­გე­თი) ეროვ­ნულ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ტე­რა­კო­ტის ქან­და­კე­ბაც ადას­ტუ­რებს.


სა­ხე­ტი­ა­ლო ად­გი­ლი

ადა­მი­ა­ნებ­მა ძაღ­ლებს მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სე­ირ­ნო ად­გი­ლე­ბი გა­უ­შე­ნეს, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია ვა­შინ­ტო­ნის, გრინ­ვიჩ ვი­ლი­ჯი­სა და ნიუ-იორ­კის პარ­კე­ბი.

Zooclub


შე­ქე­ბა

უმ­ჯო­ბე­სი­ა, ძაღლი ზედ­მე­ტად შე­ა­ქოთ, ვიდ­რე და­ტუქ­სოთ. ეს უი­პე­ტი მსუ­ბუ­ქი მო­ფე­რე­ბი­თაც კი გრძნობს, რომ კარ­გად იქ­ცე­ვა.


გა­მე­ო­რე­ბა

ვე­ი­მა­რა­ნერს თუ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად, გა­ზე­თის მო­ტა­ნის­თვის შე­ა­ქებთ, იმა­ვე ქმე­დე­ბას ხა­ლი­სით გა­ი­მე­ო­რებს.

Zooclub

სწრა­ფად იმოქ­მე­დეთ

ძაღ­ლი უნ­და და­ტუქ­სოთ ცუ­დი საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნი­დან მა­შინ­ვე – 15 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა დას­ჯის მი­ზეზს მიხ­ვდეს.


წვრთნა


ძაღ­ლის სწო­რად გაწ­ვრთნის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა ვი­ცო­დეთ, რო­გორ ით­ვი­სე­ბენ ნას­წავლს ეს ცხო­ვე­ლე­ბი. ერ­თ-ერ­თი ქმე­დი­თი მე­თო­დია ცხო­ვე­ლის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბა – კარ­გის­თვის და­ჯილ­დო­ე­ბა, ცუ­დის­თვის – და­ტუქ­სვა ან უყუ­რადღ­ე­ბოდ და­ტო­ვე­ბა. ძაღ­ლი მა­ლე ხვდე­ბა და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა და შე­დე­გის ურ­თი­ერ­თკავ­შირს. მან უკ­ვე იცის, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად – იქ­ნე­ბა ეს გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი, შე­ქე­ბა თუ მო­ფე­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძაღლს აგე­ბი­ნებს, რომ მი­სი საქ­ცი­ე­ლი მო­ი­წო­ნეს. და­ტუქ­სვა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა უხე­ში მოქ­მე­დე­ბა – უბ­რა­ლოდ ამ დროს ცხო­ველ­მა ჯილ­დო არ უნ­და მი­ი­ღოს. მა­გა­ლი­თად, თუ ძაღ­ლი თავს გა­ბეზ­რებთ და თქვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბის მიქ­ცე­ვას ცდი­ლობს, ზურ­გი უნ­და აქ­ცი­ოთ, ან სუ­ლაც გახ­ვი­დეთ ოთა­ხი­დან. მხო­ლოდ მა­შინ მო­ე­ფე­რეთ და შე­ა­ქეთ, რო­ცა თავს და­გა­ნე­ბებთ. ისიც მიხ­ვდე­ბა, რომ მხო­ლოდ წყნა­რი და დინ­ჯი ქცე­ვით შე­უძ­ლია მი­იპყ­როს თქვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა. და­ი­მახ­სოვ­რეთ, ყო­ველ­თვის უფ­რო ად­ვი­ლია ას­წავ­ლოთ ძაღლს ის, რაც გსურთ, ვიდ­რე დას­ჯით გა­და­აჩ­ვი­ოთ იმას, რაც არ მოგ­წონთ.

Zooclub

თათა
კი მაგრამ ასე ადვილად არ არის ჩემი ძაღლი კოკერ სპანიელია და თავის ლოგინს გლეჯს დარტყმა არ შეიძლება აბა ყვირილიც არაო თქვენს გვერდზე ეწერა აბა ადამიანი ხომ არ არის რომ ასე გაიგოს? რაღაც ფანტაზიებია. ვეტერინარმა მითხრა ყვირილი როგორ არ შეიძლებაო მაგრამ დარტყმით არც მე ვარტყამ რათქმაუნდა უბრალოდ იმით თქმა მინდა რომ თქვენს გვერდზე რაც წერია არ შეესაბამება რეალობას რეალურად საქმე სხვანაირადაა
ნინი
ძაილან გთხოვთ მომწეროთ როგორ ვასწავლო ძაღლს ტუალეტი.რადგან ამის გამო მაქვს ყოველთვის პრობლემები:)
დათო-ს
დათო, ისწავლის რა თქმა უნდა ამ ასაკშიც - თუ მიიყვანთ სპეციალისტთან!
დათო
მყავს ყვითელი ლაბრადორ რეტრივერი რომელიც არის 1 წლის და 2 თვის. ძაღლს არაფერი აქვს ნასწავლი. დაჯდომაც კი არ იცის 2 თვის წინ მომიყვანეს წინა პატრონმა ვერაფერი ასწავლა და მაინტერესებს ეხლა რომ დავიწყო წვრთნა ისწავლის რამეს თუ აზრი არ აქვს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?