ეს გამოფიტული ძაღლი მეეზოვემ ნაგავში იპოვა... მისი საქციელი აღფრთოვანებას იწვევს..
ეს გამოფიტული ძაღლი მეეზოვემ ნაგავში იპოვა... მისი საქციელი აღფრთოვანებას იწვევს..
ჩვეულებრივ, ნათან ბინნი ნაგვის ტომრებს თავის სატვირთო მანქანაში ყრის ისე, რომ მათ არც კი ათვალიერებს. ამჯერად, თავისი ჩვეული შემოვლისას, ერთ-ერთ სანაგვე ყუთს ყურადღებით დააკვირდა. ნაგავში პატარა ლეკვი იმალებოდა.

პატარა ოთხფეხა არსებისგან მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. ლეკვი კანკალებდა. ნათანმა ლეკვი მაშინვე ამოიყვანა  ნაგვიდან, შემთხვევის შესახებ კი, ცხოველთა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეატყობინა. მათ მოსვლამდე კი პატარას საგზლად წამოღებული სადილი აჭამა.

Zooclub

ლეკვს საოცრად გაუმართლა იმაში, რომ ნათანმა ნაგვის ყუთი გახსნა.
"არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე შიგ ჩამეხედა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს გავაკეთე".

ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები შემთხვევის ადგილას ლეკვის წამოსაყვანად გავიდნენ.

Zooclub

ეს პატარა ლეკვი შეიძლება, პატრონებს
ცუდი მოპყრობის გამო სახლიდან გამოექცა. ლეკვი 10 თვის იქნებოდა და მხოლოდ 7 კილოს იწონიდა, როდესაც ნორმა 22 კილოა.
ვეტერინართან მიყვანისას, მისი სიგამხდრის გამო, სისხლის ანალიზის აღება ვერ მოხერხდა.

მას მთელი კვირა სპეციალურ საკვებს აჭმევდნენ. გარდა ამისა, მნიშნელოვანი იყო, რომ ლეკვს ადამიანების ხელახლა ერწმუნა. მაშველთა ჯგუფის გასაკვირად, ამ პატარას ეს პრობლემა არ შეექმნა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ის ბევრად უკეთ გამოიყურებოდა.

Zooclub

ასეთი ისტორიები დაუჯერებელია და სევდიანიც. პატივი ეცით ადამიანებს, ვისაც უყვართ ცხოველები და ყოველთვის მზად არიან მათ გადასარჩენად.
ანა
ასეთი შემთხვევები აჩენს იმედს რომ მარტო არაკაცებით არაა დედამიწა დასახლებული
lll
გაიხაროს ყველა კეთილმა ადამიანმა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?