მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ლეკვის გადასარჩენად მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს, თუმცა მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა...
 მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ლეკვის გადასარჩენად მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს, თუმცა მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა...
მეტროში ლეკვი გადაარჩინეს. მოსკოვის მეტროპოლიტენის მატარებლის მემანქანე პატარის გადასარჩენად პირადად ჩავიდა ლიანდაგებზე.

ლეკვი ლიანდაგებზე დაცემისას გადარჩა, თუმცა მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, რადგან იგი დამოუკიდებლად იქიდან ვერ ამოვიდოდა.

თვითმხილველის თქმით, ლეკვი პლატფორმის მარცხენა კიდეზე უცხო ქალმა დატოვა. პატარამ წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ მატარებლის გზაზე აღმოჩნდა.

მოსკოვის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ლეკვის გადასარჩენად მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს, თუმცა მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. მემანქანემ მატარებელი უკან, გვირაბში შეიყვანა, რის შემდეგაც პირადად გადმოვიდა კაბინიდან
და ლეკვი ლიანდაგებიდან ამოიყვანა.

Zooclub

ამის შემდეგ, ლეკვი გარეთ, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს.

"მგზავრების
გამოსვლისას ლიანდაგებში ლეკვი ჩავარდა. ამის შესახებ მემანქანეს თავად მგზავრებმა შეატყობინეს. მემანქანემ გადაწყვიტა, თავად ჩასულიყო ლიანდაგებზე და არ გაეთიშა ელექტროენერგია. მან ლეკვი ამოიყვანა და პოლიციის თანამშრომლებს გადასცა. მატარებლების მოძრაობა 7 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო", - განაცხადა მოსკოვის მეტროს პრეს-სამსახურმა.

ამ დროისთვის ლეკვის შემდგომი ბედი, სამწუხაროდ, უცნობია.


ლეკკვის ისტორიის გაგრძელება იხილეთ: "მეტროპოლიტენში გადარჩენილი ლეკვის ამბის გაგრძელება"



ასევე იხილეთ:

როგორ შეხვდა ლეკვი ადამიანს , რომელმაც გადაარჩინა

მეხანძრემ ცეცხლმოკიდებული სახლიდან მომაკვდავი ძაღლები გამოიყვანა

ესპანელმა მეხანძრემ ლეკვს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა

როგორ გადაარჩინეს ადამიანებმა ბულტერიერი, რომელსაც ეუთანაზია ემუქრებოდა

გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა
ana
მართლაც გმირია ეს ადამიანი. მიყვარს ყველა , ვისაც ცხოველები უყვარს და მათ უფრთხილდება. ღმერთმა გაახაროს და ამრავლოს ასეთი ადამიანები !
leila
გმერტმა უსველოს კველა იმ ადამიანს,რომელსაც ცხოველები უკვარს,მიტუმეტეს დზაგლები,ისისნი ხომ ისეტი ერტგულები და საკვარლები არიან,როგორ სეუდზლიატ ან აცამონ ან მოკლან,საერტოდ ასეტი გულგაკინულები როგორ დადიან ამ დედამიცაზე
1962
ეს მემანქანე ჩემს თვალში უკვე გმირია, უფალმა წყალობა არ მოაკლოს მის ოჯახს, ის მართლც ღირსეული მშობლების აღზრდილია (და არა ისეთების, რუსთავში რომ გაზარდეს, კი არ აღზარდეს, ორი კვირის ლეკვი რომ სადისტურად აწამეს) ასეთი ადამიანები გვიმრავლოს უფალმა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?