ეს საყვარელი ძაღლი სახელად, ვალენტინა ძალიან დიდხანს ჰყავდათ დაბმული.

მის პატრონებს აზრადაც არ მოსვლიათ, რამე შეეცვალათ: ვალენტინას წლების განმავლობაში ერთი და იგივე საყელური ეკეთა, იმის მიუხედავად, რომ ძაღლი იზრდებოდა.

საყელური, დროთა განმავლობაში, სულ უფრო ეჭირებოდა ყელზე, უჭრიდა კანს, რისგანაც ძაღლი საშინლად იტანჯებოდა.

ვალენტინას ყელზე, იარის გარშემო საერთოდ არ ჰქონდა ბეწვი. სულ ბოლო მომენტში პატრონებმა მისი გადარჩენა გადაწყვიტეს.

მათ საბრალო ცხოველი ძაღლების გადარჩენის ცენტრში ჩააბარეს. ძაღლი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა.

ნატანჯ

ვალენტინა ნელ-ნელა გამოკეთდა. მას ღია ჭრილობაზე საყელური აღარ ეკეთა. გარდა ამისა, მასზე ძალიან ზრუნავდნენ, რამაც შესანიშნავად იმოქმედა ძაღლზე.

მისი მხსნელები, ისევე როგორც სხვა ძაღლებს, ვალენტინასაც დაეხმარნენ სხეულზე ჭრილობების მოშუშებაში, ასევე უმკურნალეს მის სულიერ იარებს.

საბოლოოდ, ვალენტინამ ახალი, სიყვარულით სავსე სახლი იპოვა. იგი ამ სახლში მეორე სიცოცხლის დაწყებას შეძლებს და ყველა ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებს.
საბედნიეროდ, ცხოველების მიმართ ცუდად განწყობილი სასტიკი ადამიანების გარდა, არსებობენ ცხოველთა დამცველებიც, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან ამ საქმეში.
_ _ _
ჩვენი საიტის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ამბავი (ასევე, გაარკვიოთ ამაში თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები!). თქვენი ბინადრების მიმართ ყოველთვის ყურადღებით იყავით. ასევე, უსახლკარო ცხოველების მიმართ, რადგან ბავშვები ხანდახან ქუჩის ლეკვებს საყელურს უკეთებენ, ლეკვები კი შემდეგ უგზოუკლოდ იკარგებიან, იზრდებიან. შესაბამისად, საყელური ნელ-ნელა ყელში ჩაეჭირებათ და, თუ შემთხვევით ვინმე ღვთისნიერმა არ გადაარჩინა, აუცილებლად დიდი ტანჯვით დაიღუპებიან.
ეცადეთ, არ გადააქციოთ გართობა ტრაგედიად. დაუდევრობა და გულგრილობა კი ტრაგედიის მიზეზად! ყურადღებით იყავით თითოეული ცხოველისადმი, რადგან ისინი თქვენზე არიან დამოკიდებულნი. მათ უბრალოდ, უყვარხართ და გენდობიან!
ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს და დავიცვათ მათი სიცოცხლე!