პატრონმა საყვარელი ძაღლი, ტორნადოს შემდეგ, ნანგრევებში იპოვა
პატრონმა საყვარელი ძაღლი, ტორნადოს შემდეგ, ნანგრევებში იპოვა

ჯონ ბაილერ დანის საცხოვრებელმა ვაშინგტონში (ილინოისის შტატი) ტორნადო გადაიტანა. იგი თავისი სახლის სარდაფში დაიმალა. ახლოს იყვნენ მეუღლე და მისი 8, 5, 2.5 და 1.5 წლის შვილები. თუმცა, მათ სამალავში ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი აკლდათ. ტორნადოს დასაწყისში, ბაილერი ეცადა, ოჯახის საყვარელი ძაღლი მეგი სარდაფში ჩაეყვანა, მაგრამ შეშინებული ცხოველი თავის პატარა სახლში დაიმალა, და ბაილერს დრო აღარ ეყო, იქიდან მის გამოსაყვანად.

Zooclub

როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ოჯახი სარდაფიდან ამოვიდა და მათ სახლის მაგივრად ნანგრევები დახვდათ. ძაღლი არსად ჩანდა..

Zooclub

ჯონი აღარ ელოდა თავისი საყვარელი ძაღლის
ნახვას.

Zooclub

თუმცა, 30 საათის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და მათი მეგობრებს, ტერიტორიის ნანგრევებისგან გასუფთვებისას,  უეცრად სუსტი
წკმუტუნის ხმა შემოესმათ.

Zooclub

ადამიანებმა მაშინვე დაიწყეს ძებნა და მალე ნანგრევებში, ხალიჩის ნაგლეჯში გახვეული მეგი იპოვეს.

Zooclub

ჯონი ბავშვივით ატირდა. ჭუჭყიანი და სავარაუდოდ, დაშავებული მეგი კანკალებდა, მაგრამ ის ცოცხალი იყო!

Zooclub

ჯონმა ძაღლს წყალი დაალევინა თუ არა, მაშინვე, მეგობრების დახმარებით, უახლოეს ვეტ-კლინიკაში წაიყვანა.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ მას ნეკნი ჰქონდა დაზიანებული. მეგი 11 წლის იყო. ჯონმა ის 4 თვის ასაკიდან გაზარდა.

Zooclub

"მე ღმერთის მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი ცოლ-შვილი ცოცხალი გადამირჩინა, მაგრამ ნანგრევებს ქვემოთ მეგის პოვნა - ნამდვილი სასწაული იყო", - აღიარებს ჯონი, რომელმაც მოგვიანებით, თავისი ფეისბუქის გვერდზე მეგის ფოტო ატვირთა.

Zooclub

ვეტ-კლინიკის ექიმებმა დაადგინეს, რომ მეგის ნეკნი, როგორც ეშინოდათ, არ იყო გატეხილი. ათასობით გულშემატკივარმა გადარიცხა თანხა მეგის მკურნალობისთვის და თუ მეგისთვის მაინც მოუწევთ ოპერაციის გაკეთება, ის 600-დან 1 000 დოლარამდე ეღირება. თუმცა, იმავე დღის ბოლოს, მეგის ანგარიშზე ვეტერინარულ კლინიკაში 3 500 დოლარი შეგროვდა.

"მეგის ამდენი არ სჭირდება", - სცადა აეხსნა კლინიკის ექიმს შემომწირველებისთვის. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც აგრძელებს თანხის შეწირვას, რასაც მთლიანად კლინიკის სხვა ოთხფეხა პაციენტები მოიხმარენ.

მიშა
ხალხო იცოდეთ, ვისაც მცდარი წარმოდგენა გაქვთ ამერიკასა და საერთოდ დასავლეთზე, მიუხედავად იმისა რომ გააჩნიათ ნაკლოვანებები და მათში ზოგი რამ არ მოგვწონს, გულისხმიერებისა და ადამიანობის მხრივ ისინი ძალიან მაღალ დონეზე დგანან. იმათ კი ვისაც რუსეთზე აბოდებს, ვეტყვი - უფრო უსულგულო,სასტიკი, ბოროტი და არაადამიანური ქვეყანა, ვიდრე რუსეთია, არარსებობს!
nato
ავტირდი
liza
საწყალი მეგი რა გადაიტანა
kaxi
კარგი ხალხი ყველგანაა, ამ ძაღლს ლამაზი თვალები აქვს.
manana
ავტირდი, გაიხარეთ ყველამ ვისაც ასე შეგტკივათ გული ცხოველებზე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?