ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს (+ვიდეო)
ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს (+ვიდეო)
ერთგულ ძაღლს ჰაჩიკოს იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს და მისი გარდაცვალების გამო, გლოვის დღე გამოაცხადეს. ძაღლი ერთ-ერთია მათგანია, ვინც ტოკიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იგი უყვართ, როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს. მიზეზი პატრონისადმი მისი განსაკუთრებული ერთგულებაა, რითაც აკიტას ჯიშის ძაღლმა თავი იმდენად გამოიჩინა, რომ იაპონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს.

ჰაჩიკო 1923 წლის 10 ნოემბერს იაპონიაში, პრეფექტურა აკიტაში დაიბადა. ფერმერმა გადაწყვიტა, ლეკვი თავისი ძველი მასწავლებელისთვის, პროფესორ ჰიდესაბურო უენოსთვის ეჩუქებინა, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტში მუშაობდა. პროფესორმა ლეკვს დაარქვა სახელი "ჰაჩი" (რაც იაპონურად ნიშნავს რვას) იმიტომ, რომ ეს
მისი მერვე ძაღლი იყო. როცა ჰაჩი გაიზარდა, იგი ყველგან და ყოველთვის დაყვებოდა თავის პატრონს. პროფესორი
ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ამიტომ ჰაჩი აცილებდა მას სიბუიას სადგურის შესასვლელამდე, ხოლო შემდეგ, დღის 3 საათისათვის ისევ სადგურზე ხვდებოდა.
21 მაისს 1925 წელს პროფესორს უნივერსიტეტში ინფარქტი დაემართა. ექიმებდა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა და, შესაბამისად, სახლში ის აღარ დაბრუნებულა. ამის მიუხედავად, ჰაჩი იმ დღიდან მოყოლებული, ყოველდღე ელოდა თავის პატრონს სადგურზე გვიან საღამომდე.

ჰაჩი დადიოდა სიბუიას სადგურზე კიდევ 9 წელი, სიცოცხლის ბოლომდე (8 მარტი 1935 წელი). გარდაცვლილი ძაღლი იპოვეს ქუჩაში, სიბუიას სადგურთან. ეს ამბავი იაპონიას მალე მოედო  და დიდი რეზონანსი გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. ჰაჩის ძვლები ტოკიოს სასაფლაო აოიამაში მისი პატრონის გვერდით დამარხეს. ხოლო მისი ტყავისაგან დაამზადეს ფიტული, რომელიც დღემდე ინახება ნაციონალურ მუზეუმში.

ჰაჩის ამბავზე გამოსცეს მოთხრობები, საუკეთესო  კი შეიტანეს სკოლის ქრესტომათიაში. ამ ისტორიაზე 2009 წელს გადაიღეს ცნობილი ფილმი, რომელშიც პროფესორის როლს რიჩარდ გირი ასრულებს.

იხილეთ ვიდეო


ლელა ბაღდავაძე


ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

მიტოვებული ძაღლი პატრონს ავტობუსში ეძებს

გზაზე მიტოვებული ძაღლი, პატრონის მოლოდინში

დაღესტანში ძაღლი წელიწადნახევარია რაც ავარიის დროს დაღუპულ პატრონს ელოდება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?