მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
გაიცანით, ეს არის ლილი, კეთილი და მშვიდი ძაღლი. ის დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. ყოველდღიურ შიმშილს ებრძოდა და თავის თავს, თუ შეიძლება ითქვას ასე, თვითონ პატრონობდა. ლილი ყოველდღიურად ახლომდებარე სოფლის სკოლის ეზოში ნაგავთან ტრიალებდა საკვებისთვის, რათა ეცოცხლა. სკოლის პერსონალმა გადაწვიტა, რომ მისი არსებობა მათთვის შემაწუხებელი და არასასურველი იყო. 

ერთ დღეს, როდესაც ლილი ურნასთან საკვების საძებნელად გამოვიდა, სკოლის დირექტორმა ბრძანა ძაღლი დაეჭირათ და ცოცხლად დაემარხათ მიწაში. საბედნიეროდ, ადგილზე აღმოჩნდა ცხოველთა მოყვარული, რომელმაც ანონიმურად ცხოველთა დაცვის ოგანიზაციას შეატყობინა ეს ფაქტი .

Zooclub

ცხოველთა დამცველები დაუყონებლივ
წავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ ლილი იპოვეს 30 წუთის დაგვიანებით, საცოდავი ძაღლი მიწის სიღრმეში იყო ჩაფლული,
თუმცა, საბედნიეროდ მისი გადარჩენა შეძლეს.

Zooclub

ლილის ამბავი, სხვადახვა ქვეყანაში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა შეიტყვეს. ამიტომ გამოთქვეს სურვილი, სამხრეთ აფრიკაში ჩატარდეს საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, ცხოველთა დაცვის შესახებ, რაზეც განათლების სამინისტრო დათანხმდა. ასევე, სამხრეთ აფრიკაში გამკაცრდება კანონი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის წინააღმდეგ.

Zooclub

ამ ისტორიის კარგი ამბავი აქ არ დამთავრებულა. როდესაც ლილის ამბავი გავრცელდა, ცხოველთა დამცველმა და ასევე ჟურნალიტმა გოგონამ, ძაღლი სახლში წაიყვანა. დღეს ლილი ბედნიერია მასთან ერთად. ისინი განუყრელი მეგობრები არიან და ძაღლი ახალ ოჯახში  კარგად გრძნობს თავს.

ასევე იხილეთ:


წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა

ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს...

ცუნამის შემდეგ ძაღლმა დაჭრილი მეგობარი არ მიატოვა


Dato
რა უბედურებაა ძაღლის ცოცხლად დამარხვა? ადამიანები არა ხართ? რასაც აკეთებთ ის არ კმარა? წარმოუდგენელია რასაც ადამიანები აკეთებენ გაეგდოთ მაგრამ ცოცხლად რომ დამარხეს? ერთი წარმომედგინა ის დირექტორი რომ ჩაემარხათ ცოცხლად როგორი იქნებოდა?
ეკა
ნუ წაიღეთ ტვინი ამ მოხუცების დახმარების მოწოდებით! მე ჯერ არ შემხვედრია ქუჩაში მოხუცი, რომელსაც ადამიანი აწამებს, ფეხებით აქნევს როგორც კატას კუდით, ან პანჩურს ურტყამს თორე იმასაც დავეხმარები, აბა ისე ჩავუვლი?! მათხოვრობა რომ ბიზნესია და სათავეში გამდიდრებული ხალხი იმათ მივცე ჩემი 1 ლარი?! მოდით მოდითო რომ ამბობთ, ეხმარებითთ თქვენ თვითონ ჩვენ რომ მოგვიწოდებთ?! მიდი მერე და დაეხმარე შენ მოხუცს, მე კატას, ვიღაც ძაღლს და ვიღაც ნიანგს. ბავშვებს და მოხუცებს გაცილებით მეტი დამხმარე ყავთ, ვიდრე ამ უბედურ ცხოველებს. აქ მოპყრობაზეა პირველ რიგში საუბარი და არა ჭმევასა და მოვლაზე! თემაა ძაღლის ცოცხლად დამარხვა და ესენი აქ მომიწოდებენ რომ მათხოვრებს დაეხმარეო! ესეიგი არ უნდა ამოიყვანო ორმოდან მომაკვდა ცხოველი, ზატო წახვიდე და ლარიანი ჩაუგდო მათხოვარს ქუდში :) ვაი თქვენს პატრონებს, ვინც გაგზარდათ იმ დედებს თავში უდევთ ქაღალდი და აწერია "ტვინი"!!!
ნატო
ხალხი სულ გამხეცდა,რა უბედურებაა ცოცხლად დამარხვა?ამ კომენტარებს რომ ვკიტხულობ ხომ საერთოდ,ცხოველები ძალიან მიყვარ და ყოველტვის მყავდა სახლში,ჩემი შვილებიც გიჟდებიან მათზე,დარწმუნებული ვარ ჩემი ბიჭი ძალიან კარგ ადამიანად ჩამოყალიბდება,ჯობია ბავშვებს ტავიდანვე ასწავლოტ ცხოველების სიყვარული,თორე ჯერ კატების წამებით იწყებენ და მერე მშობლებზე გადადიან,კარგად დაფიქრდით ცხოველს ტლინკს რომ ამოარტყავთ სიბერეში იგივეს მიიღებთ შვილებისაგან
დიანას..
დიანა,როგორ გგონია ადამიანი იმაზე მეტად არ ანაგვიანებს ქუჩებს, ვიდრე ძაღლები? მათი "ქაქაშქები" შენ როგორც ამბობ ეკოლოგიურად იმდენად საზიანო არ არის, რამდენადაც პილიეთილენის ბოთლები და პარკები, ადამიანზე მეტად ვინ აბინძურებს გარემოს, ჯერ იმათზე დაწერე და მერე გადადი ცხოველებზე, ჩხუბითაც ადამიანებზე მეტას მაინც არ ჩხუბებოენ, თითიდან გამოწოვილი მიზეზებია, ის რაც შენ ჩამოთვალე
diana
ძალიან მიყვარს ძაღლები ,მაგრამ ასეტი მომრავლებულები რომ არიან უპატრონო ძაღლები და ქუჩებსაც ანაგვიანებენ ,ქუჩებში ჩხუბობენ უკვე დისკომფორტს მიქმნის.ყველგან მაგათი ,,კაკაშკებია,,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?