მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
გაიცანით, ეს არის ლილი, კეთილი და მშვიდი ძაღლი. ის დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. ყოველდღიურ შიმშილს ებრძოდა და თავის თავს, თუ შეიძლება ითქვას ასე, თვითონ პატრონობდა. ლილი ყოველდღიურად ახლომდებარე სოფლის სკოლის ეზოში ნაგავთან ტრიალებდა საკვებისთვის, რათა ეცოცხლა. სკოლის პერსონალმა გადაწვიტა, რომ მისი არსებობა მათთვის შემაწუხებელი და არასასურველი იყო. 

ერთ დღეს, როდესაც ლილი ურნასთან საკვების საძებნელად გამოვიდა, სკოლის დირექტორმა ბრძანა ძაღლი დაეჭირათ და ცოცხლად დაემარხათ მიწაში. საბედნიეროდ, ადგილზე აღმოჩნდა ცხოველთა მოყვარული, რომელმაც ანონიმურად ცხოველთა დაცვის ოგანიზაციას შეატყობინა ეს ფაქტი .

Zooclub

ცხოველთა დამცველები დაუყონებლივ
წავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ ლილი იპოვეს 30 წუთის დაგვიანებით, საცოდავი ძაღლი მიწის სიღრმეში იყო ჩაფლული,
თუმცა, საბედნიეროდ მისი გადარჩენა შეძლეს.

Zooclub

ლილის ამბავი, სხვადახვა ქვეყანაში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა შეიტყვეს. ამიტომ გამოთქვეს სურვილი, სამხრეთ აფრიკაში ჩატარდეს საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, ცხოველთა დაცვის შესახებ, რაზეც განათლების სამინისტრო დათანხმდა. ასევე, სამხრეთ აფრიკაში გამკაცრდება კანონი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის წინააღმდეგ.

Zooclub

ამ ისტორიის კარგი ამბავი აქ არ დამთავრებულა. როდესაც ლილის ამბავი გავრცელდა, ცხოველთა დამცველმა და ასევე ჟურნალიტმა გოგონამ, ძაღლი სახლში წაიყვანა. დღეს ლილი ბედნიერია მასთან ერთად. ისინი განუყრელი მეგობრები არიან და ძაღლი ახალ ოჯახში  კარგად გრძნობს თავს.

ასევე იხილეთ:


წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა

ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს...

ცუნამის შემდეგ ძაღლმა დაჭრილი მეგობარი არ მიატოვა


teo
შენ გაიხარე რომ ეგ ზაღლი წაიყვანე სახლში მეც ისე მიყვარს ცხოველები რომ გადმოცემაც კი არ შემიძლია. მე მყავს 3 ფისო და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ ამათ არაფერი გაუჭირდეთ.მე არ ვიცი რა გულები აქვთ რომ ცხოველებს ესე სადისტურად ექცევიან მე მინდა რომ გამოვიდეს კანონი და ესეთი ადამიანები დაისაჯონ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?