მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
გაიცანით, ეს არის ლილი, კეთილი და მშვიდი ძაღლი. ის დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. ყოველდღიურ შიმშილს ებრძოდა და თავის თავს, თუ შეიძლება ითქვას ასე, თვითონ პატრონობდა. ლილი ყოველდღიურად ახლომდებარე სოფლის სკოლის ეზოში ნაგავთან ტრიალებდა საკვებისთვის, რათა ეცოცხლა. სკოლის პერსონალმა გადაწვიტა, რომ მისი არსებობა მათთვის შემაწუხებელი და არასასურველი იყო. 

ერთ დღეს, როდესაც ლილი ურნასთან საკვების საძებნელად გამოვიდა, სკოლის დირექტორმა ბრძანა ძაღლი დაეჭირათ და ცოცხლად დაემარხათ მიწაში. საბედნიეროდ, ადგილზე აღმოჩნდა ცხოველთა მოყვარული, რომელმაც ანონიმურად ცხოველთა დაცვის ოგანიზაციას შეატყობინა ეს ფაქტი .

Zooclub

ცხოველთა დამცველები დაუყონებლივ
წავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ ლილი იპოვეს 30 წუთის დაგვიანებით, საცოდავი ძაღლი მიწის სიღრმეში იყო ჩაფლული,
თუმცა, საბედნიეროდ მისი გადარჩენა შეძლეს.

Zooclub

ლილის ამბავი, სხვადახვა ქვეყანაში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა შეიტყვეს. ამიტომ გამოთქვეს სურვილი, სამხრეთ აფრიკაში ჩატარდეს საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, ცხოველთა დაცვის შესახებ, რაზეც განათლების სამინისტრო დათანხმდა. ასევე, სამხრეთ აფრიკაში გამკაცრდება კანონი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის წინააღმდეგ.

Zooclub

ამ ისტორიის კარგი ამბავი აქ არ დამთავრებულა. როდესაც ლილის ამბავი გავრცელდა, ცხოველთა დამცველმა და ასევე ჟურნალიტმა გოგონამ, ძაღლი სახლში წაიყვანა. დღეს ლილი ბედნიერია მასთან ერთად. ისინი განუყრელი მეგობრები არიან და ძაღლი ახალ ოჯახში  კარგად გრძნობს თავს.

ასევე იხილეთ:


წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა

ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს...

ცუნამის შემდეგ ძაღლმა დაჭრილი მეგობარი არ მიატოვა


ნიაზი
თეო მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ხარ! ის უპატრონოები, მოხუცები და მათხოვრები ღმერთმა დაასაჩუქრა ნიჭით და გონებით, რომ საკუთარ თავს თავად მიხედონ და აღუა ბავშვებივით ხელები არ გატაკონ სახეში. მართლია, ისინიც ცოდოები არიან, მაგრამ მე მათ მხოლოდ ცხოველების დახმარების შემდეგ ვუწევ შემწეობას. ცხოველებს მართლაც ძალიან დიდი სიყვარული შეუძლიათ. სულმოუთქმელად ველოდები როდის დავტოვებ მშობლების სახლს და ჩემ საცხოვრებელში მინიმუმ სამ ძაღლს შევიფარებ
პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფროა ჩემი მეგობარი
რა სადიზმია ღმერთო ჩემო!... ამას რა სწავლებები და სემინარები სჭირდება? შინაგანად უნდა განიცდიდე სხვის (თუნდაც ცხოველების) ტკივილს! რა სასტიკია ადამიანი...
...
თეოს გაკიცხვას თავი დაანებე, კომენტარზე ეტყობა რომ ძალიან კარგი ადამიანია და ,,ვაი მართლა შენს პატრონს" ასე რომ მსეჯლობ, ადამიანს ვისაც ცხოველები უყვარს, ის მათხოვარსაც დაეხმარება. დაფიქრებულხარ იმაზე, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს შეეძლო ერთ-ერთი ცხოველის ადგილას შენ გაეჩინე?!
ქეთევან რუხაძე
მეც ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები. მინდა რომ კანონი გამოვიდეს და ის ადამიანები სასტიკად დაისაჯონ, ვინც სადისტურად ექცევიან ცხოველებს. ზოგს გართობის მიზნით სახლში მიყავთ და რომ ბეზრდებათ ქუჩაში აგდებენ ბედის ანაბარა. მათ უფრო დიდი სიყვარული იციან და ერთგულება ვიდრე ადამიანებმა. ვინც ამ კომენტარს წაიკითხავს, ყველას ვთხოვ ვისაც რითი შეუძლია დახმარება ქუჩაში მყოფ ძაღლებს იმით დავეხმაროთ.
...
თეო, ვაი შენს პატრონს! ფისოს გულისთვის რომ ყველაფერს აკეთებ, არ სჯობს ადამიანებს დაეხმარო? ატასი მათხოვარი, მოხუცი, უპატრონო დადის ამ ქვეყანაზე!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?