მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
მან ბრძანება გასცა ძაღლი ცოცხლად დაემარხათ
გაიცანით, ეს არის ლილი, კეთილი და მშვიდი ძაღლი. ის დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. ყოველდღიურ შიმშილს ებრძოდა და თავის თავს, თუ შეიძლება ითქვას ასე, თვითონ პატრონობდა. ლილი ყოველდღიურად ახლომდებარე სოფლის სკოლის ეზოში ნაგავთან ტრიალებდა საკვებისთვის, რათა ეცოცხლა. სკოლის პერსონალმა გადაწვიტა, რომ მისი არსებობა მათთვის შემაწუხებელი და არასასურველი იყო. 

ერთ დღეს, როდესაც ლილი ურნასთან საკვების საძებნელად გამოვიდა, სკოლის დირექტორმა ბრძანა ძაღლი დაეჭირათ და ცოცხლად დაემარხათ მიწაში. საბედნიეროდ, ადგილზე აღმოჩნდა ცხოველთა მოყვარული, რომელმაც ანონიმურად ცხოველთა დაცვის ოგანიზაციას შეატყობინა ეს ფაქტი .

Zooclub

ცხოველთა დამცველები დაუყონებლივ
წავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ ლილი იპოვეს 30 წუთის დაგვიანებით, საცოდავი ძაღლი მიწის სიღრმეში იყო ჩაფლული,
თუმცა, საბედნიეროდ მისი გადარჩენა შეძლეს.

Zooclub

ლილის ამბავი, სხვადახვა ქვეყანაში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა შეიტყვეს. ამიტომ გამოთქვეს სურვილი, სამხრეთ აფრიკაში ჩატარდეს საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლებში, ცხოველთა დაცვის შესახებ, რაზეც განათლების სამინისტრო დათანხმდა. ასევე, სამხრეთ აფრიკაში გამკაცრდება კანონი ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის წინააღმდეგ.

Zooclub

ამ ისტორიის კარგი ამბავი აქ არ დამთავრებულა. როდესაც ლილის ამბავი გავრცელდა, ცხოველთა დამცველმა და ასევე ჟურნალიტმა გოგონამ, ძაღლი სახლში წაიყვანა. დღეს ლილი ბედნიერია მასთან ერთად. ისინი განუყრელი მეგობრები არიან და ძაღლი ახალ ოჯახში  კარგად გრძნობს თავს.

ასევე იხილეთ:


წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა

ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს...

ცუნამის შემდეგ ძაღლმა დაჭრილი მეგობარი არ მიატოვა


დათო#
თუ ჩემს რჩევას გაკიცხვად ღებულობ, ამით მხოლოდ ჩემი დიაგნოზის მართებულებას ადასტურებ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე...
LIZA
დათო-ს ეკლესიაში იარე, სიყვარული ისწავლე, შეეშვი სხვის გაკიცხვას, მითუმეთეს იმ ხალხის ვის გულშიც სიყვარულია, შენს მოძღვარს კითხე ღმერთის ხსენება სად არის მართებული და იმედია აგიხსნიან.
LIZA
ყავა ძაღლისთვის არ შეიძლება, ისე კი სპეციალურ ძაღლის ნაყინსაც ვყიდულობ მიწის თხილის კარაქით, რა იყო რაიმე ცუდს ვაკეთებ ამით? მე ყველა ცოცხალი არსება მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ, ისინი ცხოვრებას მილანმაზებენ.
დათო#
თემა ცალსახად აპოლიტიკურია, მაგრამ რადიკალიზმს ვერც ამ შემთხვევაში გავექეცით, არადა ნატო-რუსეთის მსგავსი დილემისაგან განსხვავებით, აქ არსებობს ოქროს შუალედი: ცნობილია, რომ ვინც ბავშვობაში ცხოველებს აწვალებს, ის შემდგომში ადამიანის წვალებაზეც არ ამბობს უარს და პირიქით, ვინც პატარობიდანვე თანაუგრძნობს მათ, კაცთა მოდგმის სიყვარულსაც ადვილად ახერხებს. ასე, რომ ცხოველები უნდა გვყავდეს და კიდევაც გვიყვარდეს. მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. დაბ. დღეების გადახდა და ეტლით სეირნობა აშკარად ფეტიშიზმია: ლიზიკო ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ მის გულში ადამიანის ადგილი უკვე ცხოველმა დაიკავა! გამორიცხულია, რომ ეს ღმერთმა მოგიწონოს, რომლის სახელსაც, ჩემო კარგო, ნამდვილად უადგილოდ ახსენებ. დაეხმარე ცხოველებს, იზრუნე მათზე, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს: ერთი (თუნდაც ყველაზე ცოდვილი) ადამიანისათვის ხელის გაწოდებას უფრო დაგიფასებს მაცხოვარი, ვინემ ყველა მაწანწალა ძაღლისა თუ კატის დაპურებას!
:)))
ლიზი რძიან ყავასაც ხომ არ ალევინებთ?:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?