ხნიერმა ძაღლმა ნამდვილი მეგობარი იპოვა (+ვიდეო)
ხნიერმა ძაღლმა ნამდვილი მეგობარი იპოვა (+ვიდეო)
როდესაც ადამიანს შეუძლია გააბედნიეროს სხვა, ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა მისთვის. ჩვენი ისტორია ნამდვილ სიყვარულს ეძღვნება:   კეთილმა ადამიანმა და მოსიყვარულე ძაღლმა ერთმანეთი იპოვეს. მათი მეგობრობა მას შემდეგ გრძელდება, რაც ამ პიროვნებამ ასაკოვანი ძაღლი სტელა    აიყვანა . 

პიტ-ბულის ჯიშის ძაღლი ქუჩაში უპატრონოდ დადიოდა, დიდი დროის განმავლობაში, მის აყვანას ჯიშიდან გამომდინარე (უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ჯიში საშიშია ადამიანებისთვის), ხალხი თავს არიდებდა. როგორს ჩანდა, სტელა პატრონმა მიატოვა, რადგან მას საკვების შოვნაც კი არ შეეძლო, ძალიან გამხდარი და დაუძლურებული იყო.

"ის უკეთილშობილესი ძაღლია.
როდესაც მე ის პირველად ვნახე მის თვალებში დიდი სევდა იყო. რომ არ წამომეყვანა, ქუჩაში ნამდვილად
მოკვდებოდა. მას სითბო და სიყვარული სჭირდებოდა."- ამბობს სტელას ახალი პატრონი. 

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი უკვე ასაკით დიდია, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ძალიან ბედნიერია ახალ პატრონთან ერთად.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები

მიტოვებული მოხუცი ძაღლი

ლეკვი ფრაგოლის ბედნიერი მომავალი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?