იაპონიაში, ცუნამის შემდეგ ძაღლმა დაჭრილი მეგობარი არ მიატოვა... (+ვიდეო)
იაპონიაში, ცუნამის შემდეგ ძაღლმა დაჭრილი მეგობარი არ მიატოვა... (+ვიდეო)
იაპონიაში საშინელი ტრაგედიის ფონზე ჟურნალისტებმა გადაიღს და ინტერნეტში განათავსეს ვიდეო ძაღლების საოცრად მგრძნობიარე ამბავი , რომლებიც ცუნამის შემდეგ პატრონის გარეშე დარჩნენ და ერთ-ერთი ცხოველი ერთგულად იცავდა თავის დაზიანებულ მეგობარს.

ვიდეორგოლი სახელად "უსაზღვრო ერთგულება" Youtube-ის ლიდერად იქცა - ის 50 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ დადის ჯიშიანი, მაგრამ ჭუჭყიანი ძაღლი თავისი დაჭრილი მეგობარი ძაღლის გვერდით. ის ყველანაირად ცდილობს ოპერატორის ყურადღება მისი მწოლიარე მეგობრისკენ მიაპყროს, ჯდება ნანგრევებში ჩაწოლილ მეორე ძაღლთან და თან კამერის მხარს იყურება.

კადრში ჩანს, თუ როგორი
მზრუველობით უვლის დაჭრილ მეგობარს, რომელსაც ასევე საყელური უკეთია. ერთ მომენტში ის თითქოს ამშვიდებს, თათით ყელზე
ეხვევა. ვიდეოს კომენტარიდან ცნობილი ხდება, რომ ორივე ძაღლი გადაარჩინეს, ერთ-ერთ მათგანი გადაიყვანეს თავშესაფარში, მეორე ვეტერინარულ კლინიკაში. კომენტარების მიხედვით, სიუჟეტი ამერიკულ ტელევიზიებშიც აჩვენეს.

ვიდეორგოლის ქვემოთ კიდევ რამოდენიმე კომენტარი გვამცნობს, რომ იაპონიაში ცუნამის დროს დაზიანებული ცხოველების დასახმარებლად სახსრების შეგროვება დაიწყო. ბევრმა დაწერა, რომ მზად არიან ეს ძაღლები აიყვანონ.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?