სტუდენტებმა მოაწყვეს შთამბეჭდავი აქცია უპატრონო ცხოველების დასახმარებლად (+ვიდეო)
სტუდენტებმა მოაწყვეს შთამბეჭდავი აქცია უპატრონო ცხოველების დასახმარებლად (+ვიდეო)
ნამდვილად არ არის არავისთვის გასაკვირი უპატრონო ძაღლის, ან კატის ნახვა ქალაქის ქუჩებში . არაერთი ცხოველთა მოყვარული ცდილობს მათ დახმარებას, ცხოველთა დამცველები სხვადახვა კამპანიებს აკეთებენ, რათა ამ საცოდავმა ცხოველებმა ოჯახები შეიძინონ. მართლაც, ამართლებს მსგავსი აქციები და არაერთ ცხოველს უპოვია თბილი, მოსიყვარულე პატრონი.

Zooclub

ჩილეში ორმა კოლეჯის მოსწავლე გოგონამ ვიოლეტა კარო პინდამ და ფელიპე კარაზო გუდმანმა, რომლებსაც ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე შესტიკვათ გული, გასაოცარი რამ მოიფიქრეს. კერძოდ, გოგონებმა ძაღლებს გაუკეთეს ბუშტებ
და თითოეულ ბუშტზე იყო ისეთი წარწერები როგორიც არის- " ჩამეხუტე", "ითამაშე ჩემთან ერთად" და " გთხოვ, ნუ მიმატოვებ". 

Zooclub

მართლაც, რომ გაამართლა ამ აქციამ და ამ ცხოველებმა ხალხის ყურადღება
დაიმსახურეს. ადამიანები ჩერდებოდნენ ეფერებოდნენ მათ, ზოგი საკვებს აწვდიდა, ზოგიერთიც ცდილობდა მათთან ერთად სურათი გადაეღო.

სტუდენტების გასაოცრად რამდენიმე ძაღლს პატრონიც გამოუჩნდა და ყოველივე ეს გოგონებმა ვიდეოზე აღბეჭდეს.

იხილეთ საოცარი ვიდეო,
სადაც ორი სტუდენტი გოგონა თავისებურად ცდილობს, თავის ქალაქში ხალხს გული გაუთბოს ცხოველების მიმართ. 

ასევე იხილეთ:


ფეხბურთი ლომებთან

ფოტოგრაფს მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღება სურდა

აქლემი, სახელად ჩინი, საქართველოში "საქმროს" ეძებს









მაია მეხი
გაიხარეთ კარგო და კეთილო ბავვებო!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?