ორი წლის შემდეგ ნაპოვნი ოთხფეხა მეგობარი (+ვიდეო)
ორი წლის შემდეგ ნაპოვნი ოთხფეხა მეგობარი (+ვიდეო)
გასაოცარი შეგძნებაა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებ დაკარგულ, საყვარელ ოთხფეხა ბინადარს, თუმცა ყველანაირი იმედი გადაწურული გაქვს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისე, რომ არც ელოდები სრულიად შემთხვევით იპოვი მას.

მსგავსი შეხვედრა მოხდა, ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში – ძაღლისა და მისი პატრონის, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი.

როტვეილერის ჯიშის ძაღლი სახელად ბელა. პატრონთან ერთად ცხოვრობდა. იგი ერთ-ერთმა ცხოველთა დამცველმა დროებით წამოიყვანა, რათა ძაღლს ქირუგიული ოპერაცია ესაჭიროებოდა, ხოლო ოჯახს, სადაც ბელა ბინადრობდა, თანხა არ ჰქონდათ, რათა ძაღლისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ცხოველთა დაცვის
ორგანიზაციამ უფასოდ გაუკეთა ძაღლს ქირურგიული ოპერაცია და გამოჯანმთელების შემდეგ, მის ოჯახში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა მოხდა
საოცარი რამ:

" ორგანიზაციაში დარეკა ქალმა სახელად ჯენიმ, რომელიც აცხადებდა, რომ ბელა მისი ძაღლი იყო. ქალის მონაყოლიდან გაირკვა, რომ ძაღლი ქმართან განშორების პერიოდში დაკარგა და ბევრი ძებნის შედეგად, მას ვერ პოულობდა." – წერს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია.

ორგანიზაციის წევრებმა ჯენი და ბელა ერთმანეთს შეახვედრეს, შედეგი მართლაც, რომ გასაოცარი იყო.

იხილეთ ვიდეო, ჯენის და ბელას საოცარი შეხვედრა

ტეგები
თამუნა
ნამდვილი მეგობარია
tamuna
ერთგული მეგობრები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?