ვეტ-ექიმებმა ძაღლის კუჭიდან 43 წინდა ამოიღეს
ვეტ-ექიმებმა ძაღლის კუჭიდან 43 წინდა ამოიღეს
პორტლენდში (ორიგონას შტატი), DoveLewis Emergency Animal Hospital-ის ვეტერინარული კლინიკის ექიმებმა ოპერაციის შედეგად ძაღლის კუჭიდან 43 წინდა ამოიღეს . The Oregon-ს ცნობით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ძაღლმა მალე აღიდგინა ჯანმრთელობა.

ოპერაცია, რომელმაც 2 საათზე მეტი დრო მიმდინარეობდა 2014 წლის თებერვალში ჩატარდა, მაგრამ კლინიკის თანამშრომლებმა ეს ამბავი მხოლოდ სექტემბერს გაამხილეს. გერმანული ნაგაზის პატრონმა ვერ შეძლო აეხსნა, თუ როგორ მოხვდა ძაღლის კუჭში ამდენი წინდა.

Zooclub

მან ვეტერინარებს მას შემდეგ მიაკითხა, რაც ძაღლმა რამდენიმე დღე საჭმელი არ ჭამა და გული აერია. ექიმებმა ცხოველს რენტგენი გადაუღეს, რამაც
აჩვენა კუჭში გარეშე საგნების არსებობა, თუმცა ეს რომ წინდები იყო, ამის გარკვევა მხოლოდ ოპერაციის შემთხვევაში
გახდა შესაძლებელი.

კლინიკის ხელმძღვანელობამ ძაღლის კუჭის რენტგენის ფოტოკონკურსზე - "რა შეჭამეს მათ?" გადააგზავნა. ამ ღონისძიების ორგანიზებას ვეტერინარებისთვის განკუთვნილი გამოცემა Veterinary Practice News აწყობს. ძაღლის ეს შემთხვევა, ბაყაყთან ერთად, რომელმაც 30 ქვა შეჭამა, ასევე კიდევ ერთ ძაღლთან ერთად, რომელმაც შამფური გადაყლაპა, გამარჯვებულთა სამეულში შევიდა.

Zooclub

პრიზი, 500 დოლარის ოდენობით ცხოველთა იმ პატრონების დასახმარებლად გადაირიცხა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ვეტერინარის დახმარების საფასური გადაიხადონ.




ხათოს
ხათო, ვეტერინარს მიმართეთ სასწრაფოდ!!! ასევე დაპოსტეთ ფეისბუქის ჯგუფში - გადადით ამ ლინკზე: https://www.facebook.com/groups/aqartvelos.labradorebi/?fref=ts
xato
ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმე დამეხმაროთ ,4 დგეა რაც ჩემი 1 წლის ლაბრადორიი დღეში შეიძლება 4 ჯერ 5 კერ ან შეიძლება მეტჯერაც ცხვირით ხშირ ხშირად ნახევრი წუთის განმავლობაში აკეთებს შესუნთქვებს,რისგან შეიზლება იყოს გამოწვეული ხომარავინ იცით,რაიონში ვცხოვრობ და აქ ვეტერინარებს ვერ ვენდობიი.მირჩიეტ რამეე საჭმელს ჭამს ჩვეულებრივად მოწყენილიც არააა.როგორ მოვიქცე? მადლობა დახმარებისტვის წინასწარ.ზალიან ვნერვიულობ ზალიან მიყვარს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?