ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა
ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა
ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვას "ერთგული", რათა აღვწეროთ ძაღლის თვისებები, რადგან ოთხფეხა მეგობრები ყოველთვის პატრონის  გვერდით არიან ბედნიერებისა, თუ დარდის დროს.

ჩვენი ერთგული ძაღლები ყოველთვის კართან გველოდებიან და როდესაც სახლის ზღურბლს ვაბიჯებთ უზომო სიხარულით გვეგებებიან.

ეს სევდიანი ამბავი ინდოეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მოხდა:

შრი ბაშკარმა 5 წლის წინ სახლში მოიყვანა ძაღლი სახელად ტომი. ისინი განუყრელი, ერთგული მეგობრენი გახდნენ, ტომი თავის პატრონს ყველგან დაჰყვებოდ და ყოველთვის ერთად იყვნენ. იმ დრომდე სანამ ბაშკარი ავტოავარიაში არ გარდაიცვალა.

როდესაც ტომის პატრონი დაკრძალეს, ძაღლი საფლავთან დარჩა და 15 დღის განმავლობაში არც ჭამდა, აღარც წყალს
სვავდა.

Zooclub

ძაღლი საფლავთან ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა დაუნ უილიამსა შენიშნა, რომელიც იმ დროს ინდოეთში იმყოფებოდა.

Zooclub

"როდესაც ძაღლს დავუძახე და მოვეფერე, მანაც უწყინრად შემომხედა და კუდი გააქნია, მე მას პურის ნაჭერი მივაწოდე და წყალი, თუმცა ის არც საკვებს და არც წყალს არ მიეკარა ."- ამბობს ცხოველთა დამცველი NY Daily News-თან საუბრისას.

Zooclub

ამის შემდეგ უილიამმა მოძებნა გარდაცვლილის დედა, რომელიც სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა.

Zooclub

"როდესაც ძაღლმა პატრონის დედა დაინახა, ის მივარდა მას გახარებული და დაუწყო ლოკვა. უდავო იყო, რომ ტომიმ ქალი იცნო."- იხსენებს უილიამი.

Zooclub

საუნდარს (გარდაცვლილის დედა) აქამდე ეგონა, რომ ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა და ამიტომაც არ უცდია მისი მოძებნა. ქალი ძალიან გაკვირვებული იყო, რომ ძაღლი ამ დრომდე მისი შვილის სასაფლაოზე ცხოვრობდა.

Zooclub

საბოლოოდ ტომი თავის ძველ ოჯახში დაბრუნდა და დღემდე გარდაცვლილი პატრონის დედასთან ერთად ცხოვრობს.

ტეგები
bibi
გულის ამაჩუყებელი ამბავია, ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენთან ძაღლების უფლებები ირღვევა. მე პირადად ორი ძაღლი მყავს და მანქანით სადაც დავდივარ მანქანში სულ მიდევს პედიგრი უპატრონო ძაღლებისათვის..
ania
ამეტირა, ზაღლი ც ჩვენ გვჯობს ადამიანობაში და ერტგულებაში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?