ფოტოგრაფის თვალით დანახული უპატრონო ძაღლები
ფოტოგრაფის თვალით დანახული უპატრონო ძაღლები
ფოტოხელოვანმა გადაწყვიტა ძაღლებს, რომლებიც თაშესაფარში ცხოვრობენ, გაჩუქებაში დახმარებოდა , რათა ამ ცხოველებს პატრონები ეპოვათ და სამომავლოდ ოჯახებში გაეგრძელებინათ ცხოვრება. მან სურათები სიურელისტურ სტილში გადაიღო და ცხოველთა თავშესაფრის დახმარებით გაავრცელა. 

ფოტოები სახასიათო გამოვიდა, რამაც ამ ძაღლების გაჩუქებას ხელი შეუწყო. 

თითოეულ ძაღლს თავისი ისტორია აქვს:

პეტი
"ეს ძაღლი თავშესაფარში თავის სამ ძმასთან ერთად მოხვდა. მას გაუკეთდა სტერილიზაცია და ის სრულიად ჯანმთელი გოგონაა. პეტის ძალიან უყვარს თავის ძმებთან თამაში და ის ძალიან მხიარული ძაღლია."- ამბობს პეტის მომვლელი.

Zooclub

მეიკო
"მე ის გადავაჩინე ადამიანებისგან, რომლებიც
ძაღლების რინგზე აჩხუბებდნენ მეიკოს. ის ძალიან თბილი და მოსიყვ
არულე ძაღლია, თუმცა მე სკოლაში დავდივარ და არ მაქვს იმდენი დრო, რომ მას ვეთამაშო და ვასეირნო. მეიკო მეგობრობს სხვა ძაღლებთან, თუმცა პატრონი აუცილებლად სჭირდება. "- ამბობს პატარა გოგონა, რომელმაც მეიკო გადაარჩნა და თავშესაფარში მიიყვანა.

Zooclub

ტანია
ტანია მთელი თავისი ცხოვრება უპატრონო ძაღლი იყო (დაახლოებით 7 წელი). არავინ არ აკითხავდა მას თავშესაფარშიც, სანამ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ Mr. Bones & Co-მ, რომელიც ზრუნავს უპატრონო ძაღლებზე, არ ჩართო თავის გადარჩენის პროგრამაში.
"ტანია საოცარი ძაღლია, მე ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, რათა ძაღლს მისთვის შესაფერისი სახლი მოვუძებნო. ტანია ამას იმსახურებს და მე მას ამ ბედნიერებას ნამდვილად ვაჩუქებ."- ამბობს Mr. Bones & Co-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ელლი.

Zooclub

რინგო
რიგნო ძალიან აქტიური ძაღლია. ის დაიბადა ქუჩაში და 40 დღის შემდეგ, თავის ორ ძმასთან ერთად თავშესაფარში მოხვდა. დღეს რინგო 7 თვის არის და ის ისევ ელოდება კეთილ ადამიანს, რომელიც წაიყვანს და იზრუნებს მასზე. რინგოს უყვარს თამაში და ძალიან ენერგიული ძაღლია.

Zooclub

სამი
სამი ლამაზი, მგრძნობიარე და საყვარელი ძაღლია. მას არ აქვს ოჯახში ცხოვრების გამოცდილება და ახალი ოჯახის პოვნის შემთხვევაში სამის ბევრი რამის სწავლა მოუწევს.

Zooclub

ჟასმინი (გაჩუქდა)
ჟასმინი ძალიან მეგობრული და თბილი ძაღლია, განსაკუთრებით უყვარს ადამიანები. მოსწონს როდესაც მას ეფერებიან და ამ დროს ის კუდს აქიცინებს.

Zooclub

ბოუნდერი (გაჩუქდა)
ბოუნდერი უკვე ასაკოვანი ლაბრადორის მეტისია. ის ენერგიული ძაღლია და აუცილებლად სჭიდება სახლი, სადაც ეზო იქნება და თავისუფლად შეძლებს თამაშს და სირბილს.

Zooclub



ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?