პატრონმა ძაღლს ისეთი ვარცხნილობა გაუკეთა, რომ შეშინებულმა ქალაქის მცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს
პატრონმა ძაღლს ისეთი ვარცხნილობა გაუკეთა, რომ შეშინებულმა ქალაქის მცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს
სახალისო შემთხვევა ესპანეთის ქალაქ მოლინა დე სეგურას სამართალდამცველებმა "ტვიტერის" გვერდზე გაავრცელეს: პოლიციის ოფიცრის თქმით, მათ განყოფილებაში რამდენიმე ზარი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შევიდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ქალაქში ნამდვილი ლომი დადის.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. მათ პარკში მოსეირნე ლომის მსგავსი ცხოველი შენიშნეს. ოფიცერმა დისტანციურად მისი მიკროჩიპი დაასკანერა, რის შემდეგაც ამ უცნაური არსების მფლობელის ნომერი ამოიკითხეს.

ამის შემდეგ სიმართლეც გაირკვა - "ლომი" ჩვეულებრივი ძაღლი აღმოჩნდა. შინაური ცხოველი დიდი აღნაგობის იყო, ამასთანავე მისი ვარცხნილობა ლომის ფაფარს მოგაგონებდათ, სწორედ ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა მას გაურბოდა, შეშინებული შორიდან აკვირდებოდა და პოლიციას
დახმარების თხოვნით მიმართავდა.

Zooclub

"დილით ჩვენ მივიღეთ რამდენიმე შეტყობინება, რომ პარკში ლომი გადაადგილდებოდა, მაგრამ როდესაც  მისი
მიკროჩიპის სკანირება მოვახდინეთ, ის ძაღლი აღმოჩნდა", - წერს პოლიციის ოფიცერი ტვიტერის გვერდზე.

პატრონის თქმით, რამდენიმე დღის წინ მან ძაღლი ცხოველების სალონში წაიყვანა, სადაც შინაურ ცხოველს "მოდური" ვარცხნილობა გაუკეთეს, ხოლო შემდეგ ის სახლიდან გაექცა.

შინაურმა ცხოველმა სოციალურ ქსელში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან განსხვავებით, მისი არ შეშინებიათ - მან არაერთი თბილი კომენტარი მიიღო.

ასევე იხილეთ:

პატრონი თავის ფოტოგენურ კურდღელს ახალ ვარცხნილობას უკეთებს

რომელი ცხოველის სტილია მეტად ორიგინალური? დედამიწის ბინადრების 2019 წლის მოდური ვარცხნილობა

"ბოდიბილდერი" მაიმუნის ხილვამ ინტერნეტ მომხმარებლები გააოცა
Saba
ცოდოა ეს ხალხი:( ლომი არ უნახავთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?