ლეკვი ცოცხალ ქათამზე დადგა, რომ მაგიდიდან სასუსნავი მოეპარა (სახალისო ვიდეო)
პატრონმა ლეკვი და ფრინველი სასაცილო სიტუაციაში გადაიღო - თითქოს შინაურმა ბინადრებმა გემრიელი სასუსნავების მაგიდიდან მოპარვა ერთად დაგეგმეს.

ქათამი ხის მორზე მოკალათდა, ხოლო ლეკვმა ის კიბედ გამოიყენა, რომ მაგიდაზე დადებულ საკვებ ნარჩენებს მიწვდომოდა. როგორც ჩანს, ფრინველი ქურდობის თანამონაწილე შემთხვევით გახდა.

ვიდეოს ავტორის თქმით, ის რამდენიმე წუთი გავიდა საქმეებზე, ხოლო როდესაც დაბრუნდა, "დამნაშავე დუეტი" შემთხვევის ადგილზე გამოიჭირა.

კადრებს ინტერნეტ სივრცეში ათასობით ნახვა, გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.

ასევე იხილეთ:

ლეკვები არ იძინებენ, თუ პატრონმა ყველა მათგანს არ აკოცა

სასაცილო ლეკვი, რომელიც მელიასაც ჰგავს და კატასაც

როგორ გამოიყურება სამოედის ლეკვი სეირნობის შემდეგ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?