მოსიყვარულე რეტრივერი ფოსტალიონს ყოველ დღე სიხარულით ხვდება და ეხუტება
ოქროსფერი რეტრივერები ცნობილნი არიან, როგორც ყველაზე მოსიყვარულე, ხალისიანი და ასევე, ოჯახისთვის საუკეთესო ჯიშის ძაღლები. ოთხფეხა ბინადარი, სახელად მუსი, თავის მოძმეებს შორის გამორჩეულია, რადგან ადამიანების მიმართ მის თბილ დამოკიდებულებასა და  სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია.

რამდენიმე კვირის წინ, მუსიმ ახალი ფოსტალიონი გაიცნო და პირველივე დღესვე დაუმეგობრდა.

გაიცანით, ეს უსაყვარლესი ძაღლი მუსია

Zooclub

მის გარშემო ყველაფერი აღფრთოვანებას იწვევს, მათ შორის თოვლიც,

Zooclub

მაგრამ მუსის არაფერი ახარებს ისე, როგორც ფოსტალიონის დანახვა.

Zooclub

რეტრივერი და მამაკაცი პირველი შეხვედრისთანავე დამეგობრდნენ.

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ხნის წინ ფოსტალიონს უსაყვარლესი შინაური ცხოველი მოუკვდა.

"ეს
საოცარია. მახარებს ის ფაქტი, რომ ფოსტალიონს ჩვენი "ბიჭი" ასე ძალიან უყვარს და მუსიც მას დიდი
სიხარულით ყოველ დილით ხვდება...

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ შევიტყვე, რომ ფოსტალიონს ძაღლი მოუკვდა. ის სიყვარული, რასაც ჩვენი ბინადარი უზიარებს, მას ბედნიერს ხდის. იმედი მაქვს, მათი მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდება", - ამბობს რეტრივერის პატრონი მეგან გრუშინსკი.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ამ ძაღლს იმდენად უყვარს ფოსტის მიღება, რომ ზოგჯერ ფოსტალიონს იმპროვიზირება უწევს

ზრდილობიანი ძაღლი ნაყინის მანქანასთან თავის რიგს ელოდება

როგორ ხვდებიან სახლის კართან მისულ კურიერებს შინაური ცხოველები?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?