სიკვდილს გადარჩენილი ლეკვი, რომელსაც "ვარსკვლავური ომების" გმირს, იოდას ამსგავსებენ
სიკვდილს გადარჩენილი ლეკვი, რომელსაც  "ვარსკვლავური ომების" გმირს, იოდას ამსგავსებენ
საყვარელი, პატარა ცხოველი თითქმის ყველას უყვარს და ბევრი მათგანის საყვარელი საგა "ვარსკვლავური ომებია". თუ ამ ორ თემას გავაერთიანებთ, მივიღებთ უსაყვარლეს ლეკვს, სახელად მორკს, რომელსაც სოციალურ ქსელებში პატარა იოდათი მოიხსენიებენ. 

ამ ლეკვს სევდიანი წარსული აქვს: ის ჩინეთის ძაღლების სასაკლაოდან გადაარჩინეს.

ძაღლების საერთაშორისო ორგანიზაციის "Slaughterhouse Survivors"-ის წარმომადგენლებმა მორკი და სხვა ძაღლები იმ სატვირთო ავტომობილიდან იხსნეს, რომელსაც შინაური ცხოველები სასაკლაოზე მიჰყავდა.

მოგვიანებით კი, მორკი  "Road Dogs and Rescue"-ს ორგანიზაციის დახმარებით აშშ-ში გადაიყვანეს. ლეკვი ამ ორგანიზაციის
დამფუძნებელმა აიყვანა.

როდესაც მორკი ლოს-ანჯელესში მიიყვანეს
ის 5 კგ-ს იწონიდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. საბედნიეროდ, ყოველივე ცუდი წარსულში დარჩა. გადარჩენილი ცხოველი დღეს თავს ბედნიერად გრძნობს, ის საოცრად მეგობრული და მოსიყვარულე ლეკვია, რომელიც ყოველდღიურად მადლიერებას გამოხატავს თავისი ოჯახის წევრების მიმართ.

Zooclub

მორკს ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ლეკვი ძალიან ჰგავს "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთ მთავარ გმირს - პატარა იოდას.

იხილეთ უჩვეულო შესახედაობის და ამავე დროს უსაყვარლესი მორკის ფოტოები.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

გერმანული ნაგაზი, იშვიათი დაავადების გამო, სამუდამოდ ლეკვად დარჩება

ვინი - ძაღლი, რომელიც ანიმაციური ფილმის გმირს ჰგავს

ავსტრალიაში აღმოაჩინეს კოალა, რომელიც ძალიან ჰგავს "ვარსკვლავური ომების" გმირს- "იოდას"
გალერეა
ნონა
ყველანაირი ცხოველის, წამების სასტიკი წინააღმდეგი ვარ! განსაკუთრებით პატარა ლეკვების. საშინელი რიტუალი აქვთ ამ ჩინელებს რომლებიც ჯერ აწამებენ და მერე... დაწერაც მიჭირს. ზოგიერთი იტყვის ჩვენც ხომ ვკლავთ და მივირთმევთ საქონელსო, გეთანხმებით , თავშივე დავწერე, რომ ნებისმიერი ცხოველის დაკვლის წინააღმდეგი ვართქო. მე ვარ ვეგეტერიანელი , არასოდეს მიჭამია ხორცი და ვარ სრულიად ჯამრთელი! ვერ წამომიდგენია ცოცხალი იყო ცხოველი დაკლა და მერე ის შეჭამო. მივუბრუნდები ჩინელებს. აქ, რომ ცხოვრობენ (სამწუხაროდ) როგორ გგონიათ ჩვენს ძაღლებს არ იჭერენ და არ "მიირთმევენ"? აქ უნდა აიკრძალოს ეს ვანდალიზმი. ადამიანების უმეტესობა პირველყოფილ ველურებს მაგონებენ, ცოტა ხანში ადამიანების ხორცსაც დიდი სიამოვნებით "დააგემოვნებენ" ბოლოს: შორს ადამიანებო თქვენი მკვლელი ხელები ცხოველებისგან!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?