ძაღლის საოცარი რეაქცია ვეტერინართან ვიზიტისას (ემოციური ვიდეო)
მომთმენი ძაღლი ვეტერინართან ვიზიტისას შეშინებული სახით ზის მაგიდაზე, თითქოს ექიმს ეკითხება - "ზიანს ხომ არ მომაყენებ?"

მიუხედავად ძაღლის სასოწარკვეთილი გამომეტყველებისა, ის მაინც მორჩილად უყურებს თვალებში გოგონას, რომელიც ცხოველს სისხლს უღებს. ძირითადად, ძაღლები შიშის გამო აგრესიას გამოხატავენ და ამგვარად ცდილობენ თავის დაცვას, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შინაური ცხოველი ადამიანური გამომეტყველებით უყურებს სპეციალისტს, რომელიც მის დახმარებას ცდილობს და თითქოს მის მიმართ ნდობას გამოხატავს.

კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს კომენტარებში ჭკვიანი ძაღლის საქციელზე ადამიანები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.

ასევე იხილეთ:

ფუტკრისგან დაკბენილ ლეკვს სახეზე ღიმილი არ შორდება

პატრონების მიერ ვეტერინართან მიყვანილი კატების რეაქცია
liziko
რა საყვარელია. მართლაც გონიერია როგორ შესცქერის თვალებში ექიმს
მანანა
შეხედეთ,ეს ცხოველი ზოგიერთ გაზულუქებულ ბავშვს სჯობს,ცხოველები მიყვარს,ადამიანები არაააა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?