ცნობისმოყვარე ძაღლმა პატრონის სახლში ხანძარი გააჩინა (+ვიდეო)
ქალაქ ლოს-ალმოსში (აშშ) მდებარე კერძო სახლში, სათვალთვალო კამერამ ხანძრის გაჩენის მომენტი გადაიღო. პატრონის გარეშე დარჩენილმა ძაღლმა, სახელად ქაჰუნმა, ის საუთავებელი მაგიდა წააქცია, რომელზეც ცხელი უთო იდო, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

"დამნაშავე" და მისი მეგობარი საკმაოდ მშვიდად იქცეოდნენ, ხოლო შემდეგ ნელი ნაბიჯებით დატოვეს სახლი.

საბედნიეროდ, გამვლელებმა დროულად შეამჩნიეს კვამლი და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მაშველები ხანძარს სწრაფად გაუმკლავდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი სრულიად დაიწვა. 

ასევე იხილეთ:

ძაღლმა გაზქურიდან ბლინი მოიპარა და შედეგად, სახლში ხანძარი გააჩინა

ძაღლმა პატრონის სანთებელა მოიპარა და სახლი
გადაწვა



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?