ფოტოები, რომლებმაც ინტერნეტ სივრცე ააღელვა: ბავშვს თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ჩახუტებულს ქუჩაში სძინავს
ფოტოები, რომლებმაც ინტერნეტ სივრცე ააღელვა: ბავშვს თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ჩახუტებულს ქუჩაში სძინავს
მანილაში (ფილიპინები) მცხოვრებ პატარა ბიჭუნას, ცენტრალური მატარებლების სადგურის ტროტუარზე, თავის ძაღლთან ჩახუტებულს სძინავს. ფეხით მოსიარულეები მას გვერდს უვლიან და ყურადღებას არვინ აქცევს.

ბავშვისა და ძაღლის ფოტოებმა ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. 

მას შემდეგ, რაც ბიჭუნას ფოტოები ადგილობრივმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, ათასობით ადამიანი ააღელვა პატარა ფილიპინელის ბედმა და ადგილობრივ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მოუწოდა სასწრაფო რეაგირებისაკენ.

Zooclub

მოგვიანებით გაირკვა, რომ 13 წლის ნიკოლას ქრისტობალი ობოლია და ის თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ქუჩაში ცხოვრობს.

ადგილობრივები უკვე შეეჩვივნენ ნიკოლასთან შეხვედრას. ის მოწყალებას ითხოვს და მას ყურადღებას აღარ
აქცევენ.

Zooclub

"პატარა ბიჭუნას მშობლები ტუბერკულოზის დაავადებით გარდაიცვალნენ. მას შემდეგ, ის თავის ძაღლთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს.
ნიკოლასი ყოველდღე მოწყალებას ითხოვს, რათა თავისთვის და თავისი ერთგული მეგობრისთვის საკვები იყიდოს" - წერს ფოტოების ავტორი, ჯემ ვილომო სოციალურ ქსელში, თუმცა, მას არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რა ბედი ელის ბავშვს მომავალში და რა რეაგირება მოახდინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის დასახმარებლად.

წყარო: ilovedogsandpuppies.com

ასევე იხილეთ:

დაობლებული ირმის ნაშიერი ყოველ დილით საძოვარზე აკითხავს ცხენს, რომელიც დედა ჰგონია

დაობლებული პატარა კენგურუ სათამაშო დათვთან ერთად მარტო ცხოვრობს

ობოლი ბავშვები, რომლებსაც არავინ ჰყავთ ოთხფეხა მეგობრის გარდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?