ბათუმელი მიუსაფარი ძაღლი ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება (ემოციური ვიდეო)
ვიდეოზე მოხვდა სახალისო მომენტი, სადაც ბათუმში მცხოვრები უპატრონო ძაღლი ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება. ზებრა გადასასვლელთან მიახლოებისას, ძაღლი მანქანებს უყეფს, რათა შეჩერდნენ და ბავშვებს გზა დაუთმონ. იმ მძღოლს, რომელიც მოძრაობის წესებს არღვევს, "ჭკვიანი მცველი" მისდევს და უყეფს, თითქოს შენიშვნას აძლევს.

ამასთანავე, უჭკვიანესი ოთხფეხა მეგობარი ბავშვების მიმართ საოცრად თბილია.

Zooclub

ვიდეოს კომენტარებში ბათუმელები აღნიშნავენ, რომ ძაღლს ყურშას, ჯეკას, ზოგჯერ კი კუპატასაც ეძახიან. ის კეთილ ადამიანებს სადარბაზოში შეფარებული ჰყავთ და მასზე მთელი სამეზობლო ზრუნავს.

სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში მომენტალურად გავრცელდა. მას ათასობით კომენტარი და გაზიარება
ჰქონდა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ძაღლს აუცილებლად სჭირდება სახლი და მზრუნველი პატრონი.

ყურშას თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებიან,
თუ როდის გამოჩნდება ამ საზრიან ცხოველს მზრუნველი ოჯახი, რომელიც სითბოსა და სიყვარულს აჩუქებს.

ვიდეოს ავტორი: ბექა ცინაძე

ასევე იხილეთ:

"მეგობრები დამცინოდნენ, მთელი ქვეყანა შენი ძაღლის იუბილეს განიხილავსო"

ვოლიერიდან გაპარული დათვების სახალისო ამბავი

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?