საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის ყურებისას, ძაღლმა ნება არ დართო პატრონს, ტელევიზორი სხვა არხზე გადაერთო (სახალისო ვიდეო)
6 წლის ავსტრალიურ ნაგაზს, სახელად სიდნის, მულტიპლიკაციური ფილმების ყურება ძალიან უყვარს. მას გამორჩეული ანიმაციური ფილმიც აქვს - "მიკი-მაუსი", რომელსაც დიდი ინტერესით უყურებს.

სიდნი მზრუნველ პატრონთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ეზო აქვს და ხშირად თამაშობს, ფილმების საყურებლად დროს ყოველდღე პოულობს. 

ერთ დღეს ის მოკალათდა ტელევიზორის წინ საყვარელი ფილმის სანახავად, თუმცა, შეამჩნია, რომ პატრონი არხის გადართვას აპირებდა. სიდნიმ გამოსავალს სწრაფად მიაგნო - მან პატრონს პულტი წაართვა.

"სიდნ
ის ყველაზე მეტად თამაში უყვარს, ხოლო თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს. ამ დილით, როდესაც ის დისნეის საყვარელ არხს უყურებდა, ვუთხარი, რომ გადართვას ვაპირებდი. მან კი პულტი აიღო და დამალა.
საბოლოოდ, მას ნება დავრთე, საყვარელი მულტფილმი ბოლომდე ეყურებინა", - წერს ვიდეოს კომენტარებში ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელსაც ტელევიზორის ყურება უზომოდ უყვარს, ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა

ბულდოგს "კინგ-კონგი" ყურებისას, დაძაბულ სცენებზე სასაცილო რეაქცია აქვს

ძაღლის რეაქცია, რომელიც ტელევიზორში საკუთარ თავს უყურებს და ძალიან განიცდის


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?