ფოტოპროექტი – "სიყვარულის ძალა და ყვავილივით ფაქიზი"
ფოტოპროექტი – "სიყვარულის ძალა და ყვავილივით ფაქიზი"
ფოტოხელოვანი სოფი გამანდის სურდა თავისი ფოტოსერიით, პიტბულები დადებითად წარმოეჩინა იმ ადამიანებისთვის ვინც ფიქრობს, რომ ეს ჯიში აგრესიული და დაუნდობელი ცხოველია. სოფიმ პორექტს – "სიყვარულის ძალა და ყვავილივით ფაქიზი" დაარქვა.

"ამ ჯიშს სურათებსა თუ ფილმებში, ყოველთვის გვიჩვენებენ როგორც სიძლიერის წარმოსახავა,ასევე ხისტს და აგრესიულ ძაღლებს. მე კი სურვილი მქონდა, ადამიანებს ეს ცხოველი დაენახათ, როგორც ნაზი და ფაქიზი არსება." – ამბობს ფოტოხელოვანი.

სოფიმ ძაღლებს მოარგო ხელნაკეთი ყვავილის გვირგვინები. დიდი ხნის მომზადებისა და მრავალი კადრის შემდეგ, ფოტოსესია შედგა.

სოფი გამანდის სურვილი არ ყოფილა მხოლოდ ის,
რომ ძაღლები ყვავილების გვირგვინით ეჩვენებინა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით მილიონამდე პიტბულს, თავშესაფრებში ევთანაზიით კლავენ.
ფოტოხელოვანი შეეცადა ამ ფოტოსერიით შეტყობინება გაეგზავნა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე უმოწყალოდ უსწორდებიან მათ.

"მე მჯერა, რომ ამ ძაღლებს  დიდი სიყვარული და სითბო გააჩნიათ. ჩემი ფოტოებით მინდოდა მეთქვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ცხოველებს უმოწყალოდ კლავენ, მისცენ მათ სიცოცხლის საშუალება, იყვნენ მათ მიმართ ლმობიერები და ისინიც გამოავლენენ თავის კეთილ თვისებებს. ჩვენ უნდა ავიღოთ მათზე პასუხისმგებლობა და არანაირი უფლება არ გვაქვს ამ ძაღლების სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ " – ამბობს სოფი გამანდი. 

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?