მექსიკელი მოგზაური, რომელმაც 500-მდე ძაღლი გადაარჩინა
მექსიკელი მოგზაური, რომელმაც 500-მდე ძაღლი გადაარჩინა
ბოლო 6 წლის განმავლობაში ედგარდო პეროსმა 500 უპატრონო ძაღლი გადაარჩინა. ის ყველა მათგანს მექსიკის საზღვარზე მოგზაურობისას შეხვდა.

თუ ოდესმე შეხვდებით 49 წლის ედგარდოს, შორიდანვე მიხვდებით, რომ ეს ის ადამიანია, რომლის ისტორიაც ცხოველთა მოყვარულებისთვის კარგად ცნობილია. სანახაობა უჩვეულოა: მამაკაცი ეზიდება ურიკას, რომელზეც ძაღლები მოკალათებულან.

ედგარდომ მოგზაურობა 6 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ ის ყველა შემხვედრ გასაჭირში მყოფ ცოცხალ არსებას ეხმარება.

Zooclub

"არავინ ეხმარება ძაღლებს, რომლებიც უპატრონოდ გზებზე არიან. მე მათ ტკივილს ვხედავ. ვფიქრობ, რომ მსგავს სიტუაციაში, არ მაქვს მნიშვნელობა, ძაღლია თუ ადამიანი, ყველას სჭირდება
კომპანიონი", - ამბობს ედგარდო პეროსი.

Zooclub

მოგზაურობის პერიოდში მამაკაცმა გადაარჩინა და დააბინავა 500 ძაღლი, თუმცა, გზად
შეხვედრია ისეთი ცხოველებიც, რომელთა გადარჩენა დაგვიანებული იყო. კეთილი ადამიანი სიკვდილის პირას მყოფ ძაღლთან ბოლო წუთამდე რჩება.

Zooclub

"არ მაბრაზებს ისეთი პატრონი, რომელიც ძაღლს ტოვებს, მაგრამ გული მტკივა იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ ცოცხალ არსებას", - ამბობს მამაკაცი.

ედგარდოსთან მყოფი ძაღლები მისი დროებითი კომპანიონები არიან, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც წლობით მის გვერდით რჩებიან. მამაკაცმა 14 ათასი კილომეტრი გაიარა მექსიკის საზღვარზე და წინ კიდევ 1432 კმ-ია გასავლელი, მაგრამ მან უკვე იცის, თუ რას გააკეთებს, როდესაც დანიშნულების წერტილს მიაღწევს.

Zooclub

"ვერ ვიცხოვრებ იმ მოგონებებით, რომ ოდესღაც მექსიკის საზღვარზე ვმოგზაურობდი და ძაღლებს ვეხმარებოდი. როდესაც დავბინავდები კვლავ გავაგრძელებ ცხოველების დახმარებას", - ამბობს ცხოველთა მოყვარული.

Zooclub

მოგზაურობასთან დაკავშირებულ სიახლეებს ედგარდო Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზიარებს. მას ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან. ისინი ქველმოქმედებისთვის თანხებს რიცხავენ, რათა მამაკაცმა რაც შეიძლება მეტი ცხოველი გადაარჩინოს.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

12 წლის ბიჭმა მიაგნო საშუალებას, რითაც უპატრონო შინაურ ცხოველებს დაეხმარება

ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი უპატრონო ცხოველებს მზრუნველი ოჯახების პოვნაში ეხმარება

კათოლიკე მოძღვარმა ეკლესიაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი მოაწყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?