პატრონმა 17 ტაქსა შეკრიბა და იდეალური საშობაო ფოტო გადაიღო
პატრონმა 17 ტაქსა შეკრიბა და იდეალური საშობაო ფოტო გადაიღო
ფოტოსესიისთვის ძაღლების ერთად თავმოყრა რთული საქმეა, მაგრამ ლაიმ ბიჩმა შეძლო იდეალური საშობაო ფოტო გადაეღო. ამ ფოტოს მთავარი გმირები ტაქსას ჯიშის 17 ძაღლია.

პატრონს სურდა ფოტო გამორჩეული ყოფილიყო, ამიტომ მან ძაღლები გამოაწყო პატარა ზომის ელფის, ირმების, სანტასა და სხვა ზღაპრის გმირების საშობაო კოსტიუმებში.

"ვიფიქრე, რომ სახალისო იქნებოდა ძაღლები სადღესასწაულო კოსტიუმებში გამომეწყო. ამიტომ, ფოტოს გადაღება კიბეზეც გადავწყვიტე, რათა ყველა კარგად გამოჩენილიყო", - ამბობს ლაიმი.

პატრონმა ფოტოსესიისთვის ცხოველების სასუსნავები მოამზადა, რათა აქტიური ტაქსები დაემშვიდებინა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, კიბეზე განლაგებულ ძაღლებს ძილი მოერიათ. ფოტოგრაფმა მუშაობის პროცესი დააჩქარა,
რათა ცხოველებს არ დაეძინათ და ობიექტივისთვის თვალი არ მოეშორებინათ.

Zooclub

ლაიმის პატარა ოჯახი მას შემდეგ გაიზარდა,
რაც მისმა დამ რეკლამაში ტაქსას ლეკვი დაინახა. თავიდან მათ სემი აიყვანეს, შემდეგ - კიზი. რამდენიმე ხნის შემდეგ, ლაიმიმ ბონი და ზიგი იყიდა. დროთა განმავლობაში მათ სხვა ოთხფეხა ბინადრებიც დაემატნენ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

საქორწილო ფოტოები, რომელთა მთავარი გმირებიც კატები არიან

"ის მშვიდია და კარგად მოიქცევა" - წყვილმა ძაღლი საქორწილო ფოტოსესიაზე წაიყვანა

ძაღლების ემოციური ჩახუტება ფოტოსესიის დროს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?