პოლიციის ძაღლი საშობაო სათამაშოების ქურდობის ფაქტზე გამოიჭირეს (სახალისო ვიდეო)
ფრანკლინის პოლიციის თანამშრომლებმა სანტა-კლაუსის ფონდისთვის, საშობაოდ, საჩუქრები შეაგროვეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, შეამჩნიეს, რომ ისინი იკარგებოდა. როგორც ჩანს, პოლიციაში მომსახურე ძაღლისთვის - ოქროსფერი რეტრივერი, ბენ ფრანკლინისთვის ნივთები მიმზიდველი აღმოჩნდა. დამნაშავე ძაღლი ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს ერთადერთი სათამაშო არ იყო, რომელიც მან ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიდან აიღო.

სოციალურ ქსელში, ფრანკლინის პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო უსაყვარლესი მომენტით: ოფიცერმა ერიკ ქასონმა პოლიციის რიგებში მომსახურე ძაღლს ქურდობის ფაქტზე წაასწრო. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ იპარავს ბენი კალათას, სადაც სათამაშო ჩვილი წევს. "სად მიგყავს
ბავშვი?"-ეკითხება ოფიცერი კალონი ბენსი ძაღლს.

Zooclub

ძაღლმა უკან მშვიდად გადადგა ნაბიჯები, ხოლო შემდეგ დერეფანში გაიქცა. ჭკვიანი
ცხოველი ცდილობდა, პოლიციელისგან თავი დაეღწია და სირბილისას უკან იხედებოდა. კასონი ბენს, რომელსაც კბილებით კალათა ეჭირა,  უკან გაჰყვა და თან სიცილს ვერ იკავებდა. ამასთანავე, ოფიცერი ვიდეოში განმარტავს, რომ ძაღლი გარბის, რადგან მას ეშინია "ბავშვი" არ წაართვან.

Zooclub

სახალისო ვიდეო ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელა. მას ასი ათასზე მეტი ნახვა და ასობით თბილი კომენტარი მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ბენი ყველაზე საყვარელი "დამნაშავე" იყო, რომელიც კი ოდესმე უნახავთ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

პოლიციელის კატა ქურდი აღმოჩნდა

17 კატა, რომლებსაც ქურდობის ფაქტზე წაასწრეს

"ქურდი ცხოველების" სახალისო ფოტოკოლაჟი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?