ქალი შიშველი ხელებით მთის ლომს თავს დაესხა, რათა საყვარელი ძაღლი გადაერჩინა
ქალი შიშველი ხელებით მთის ლომს თავს დაესხა, რათა საყვარელი ძაღლი გადაერჩინა
კალიფორნიის მცხოვრები თავისი სახლის ეზოში პუმასთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება, რათა საყვარელი შინაური ცხოველი გადაერჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას "The Guardian"-ი ავრცელებს.

54 წლის ილენა დონდლინგერმა ჟურნალისტებს უამბო, რომ ღამის ორ საათზე მისი ცვერგშნაუცერის ჯიშის ძაღლი, სახელად პუმბა, ეზოში გასვლას ითხოვდა. ქალმა კარი გააღო და ამ დროს იქვე მჯდომი მთის ლომი დაინახა.

მტაცებელმა წამებში დაიჭირა ძაღლი და მის გაგუდვას ცდილობდა. ილენმა  ვერ შეძლო საშინელი სურათის მშვიდად ყურება და შინაური ცხოველის დასაცავად პუმას თავს დაესხა. ის მტაცებელს წიხლებს, სახეში ხელებს ურტყამდა და მეტიც,
მისი ყბების გასხნას შიშველი ხელებით ცდილობდა, რათა პუმბა გაეთავისუფლებინა, თუმცა, ამაოდ - გ
არეული ცხოველი ძაღლს არ უშვებდა და ქალის მოქმედებებზე არ რეაგირებდა.

"მე შვილები არ მყავს, ამიტომ პუმბა ჩემი შვილი იყო, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შევძელი. რაც არ უნდა გამეკეთებინა, მტაცებელს ჩემი ძაღლი კბილებით ჩაჭიდებული ჰყავდა და მისი ყბების გახსნა ვერ შევძელი", - აღნიშნა  ჟურნალისტებთან საუბრისას ილენმა.

Zooclub

საბოლოოდ, პატრონის ასეთმა ქმედებამ გარეული ცხოველი გააბრაზა. ის უკვე ქალისკენ იწევდა. ილენმა სახლში შესვლა მოასწრო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.  სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, როდესაც მთის ლომმა პუმბას შეჭმა თითქმის დაასრულა. გარეულ ცხოველს მანქანის ხმის შეეშინდა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პუმა, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იყო და მისი საიდენტიფიკაციო სახელი აღინიშნებოდა - პუმა 35. მიუხედავად იმისა, რომ ილენმა დაკარგა საყვარელი შინაური ცხოველი, რომელიც მის გვერდით უკვე 10 წელი ცხოვრობდა, ის აღნიშნავს, რომ მტაცებლის მოკვლა ამის გამო არ ღირს, რადგან ადამიანები სახლდებიან გარეული ცხოველების ტერიტორიაზე და არა პირიქით.

წყარო: theguardian.com
საბა
საწყალი მთის ლომი....როგორ უცემია,დასაჭერია ეს ქალი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?