კათოლიკე მოძღვარმა ეკლესიაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი მოაწყო
კათოლიკე მოძღვარმა ეკლესიაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი მოაწყო
ბრაზილიელმა მოძღვარმა, ჟაო პაულუ არაუჯუ გომესმა, ქალაქ გრავატაში, ეკლესიის კარი უპატრონო ძაღლებს გაუღო. ის მიუსაფარ ცხოველებს ტაძარში იფარებს, კვებავს, კურნავს და მზრუნველ ოჯახებში აბინავებს.

მოძღვარს კვირაობით ცხოველები ღვთის მსახურებაზეც მიჰყავს და ძაღლებს ტაძარში, ამბიონის გვერდით სვამს. ამგვარად, გომესი მრევლის ყურადღების მიქცევას ცდილობს იმ იმედით, რომ მათ შორის ძაღლის აყვანის მსურველი აღმოჩნდება.

"ძაღლებს ყოველთვის შეუძლიათ ტაძარში მოსვლა, რათა მიიღონ საკვები, წყალი და თავშესაფარი, რადგან ეს ღვთის სახლია, ხოლო ისინი ღმერთის ქმნილებები არიან", - წერს სოციალურ ქსელში გომესი.

Zooclub

მოძღვარი მრევლს ხშირად მიმართავს დასახმარებლად,
რათა ცხოველების გაჩუქებაში დაეხმარონ. გომესის დამსახურებით ქალაქ გრავატაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ დამოკიდებულება ეტაპობრივად იცვლება.

მოძღვარი
არა მხოლოდ კვებავს ძაღლებს, არამედ საჭირო სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველყოფს.

Zooclub

ადგილობრივი მცხოვრებლები გომესს უზომოდ კეთილ ადამიანად ახასიათებენ და მის დახმარებას ყოველთვის ცდილობენ.

Zooclub

გომესის დამსახურებით, მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა, რომელიც ადრე 228 ათასს აღწევდა, საგრძნობლად შემცირდა.

მისი დახმარებით ათობით ძაღლი მზრუნველ ოჯახში მოხვდა.

Zooclub

"რამდენიმე ძაღლს დავეხმარე, რომლებსაც გულზე პრობლემები აღენიშნებოდათ. ერთი მათგანი თავშესაფარში მივიყვანე და ის მზრუნველ ოჯახში გაჩუქდა, ხოლო სამი ჩემთან დარჩა. ისინი საკუთარი შვილებივით მყავს. მეტიც, მათ ჩემს საწოლში ძილსაც არ უკრძალავ,"- ამბობს მოძღვარი.

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ გომესის ფოტოები, რომელიც მესას მიუსაფარი ძაღლების თანდასწრებით ატარებდა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. მისი კეთილშობილური საქციელით, ათასობით ადამიანი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. მას ქრისტიანობის ნამდვილი გმირიც უწოდეს, რომელიც ეხმარება მათ, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ.

Zooclub

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

ძაღლმა ჟასმინმა 100-ზე მეტი ცხოველი სიკვდილს გადაარჩინა და თავშესაფარში მიიყვანა

ძაღლები მანამდე და შემდეგ, რაც მზრუნველ ოჯახებში მოხვდნენ

ასე გამოიყურება გულწრფელი სიყვარული და თანაგრძნობა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?