პატრონმა ძაღლის ბეწვში მოულოდნელი და საყვარელი "სტუმარი" აღმოაჩინა
პატრონმა ძაღლის ბეწვში მოულოდნელი და საყვარელი "სტუმარი" აღმოაჩინა
ავსტრალიელმა სალი უტკინსონმა თავის ოთხფეხა ბინადრის ბეწვში ერთი ციდა ოპოსუმი აღმოაჩინა. ის მთელი ძალით ცდილობდა ხუჭუჭა ცხოველის ბალანზე ჩაბღაუჭებას.

იგივე გამეორდა მომდევნო დღეს: ამ შემთხვევაშიც, ოპოსუმის ნაშიერი თავის პატარა თათებით ებღაუჭებოდა ძაღლის ბეწვს და სეირნობდა.

Zooclub

"მომდევნო დღეს ვეტერინარს იგივე პრობლემით მივაკითხეთ. როდესაც ოთახში შევედით, ექიმი გაოცებული გვიყურებდა, რადგან წინა დღეს ჩემს ძაღლს ბეწვზე ჩაბღაუჭებული კიდევ ერთი ოპოსუმი ამოუყვანა", - წერს სალი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

Zooclub

ასევე ძაღლის პატრონმა აღნიშნა, რომ ორივე ოპოსუმი გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათზე სპეციალისტები იზრუნებენ.
როგორც კი ისინი დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ, მათ კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

Zooclub

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პატარა
ოპოსუმები ობლად დარჩნენ და სწორედ ამის შემდეგ ძაღლის ზურგზე აძვრნენ. ამ სახეობის ოპოსუმს, შესაძლოა, 2-3 ნაშიერი ჰყავდეს. ამიტომ, სრულად შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი პატარა არსება კვლავ იგივე ტერიტორიაზე იმალება, საიდანაც ეს ცხოველები ძაღლს გამოჰყვნენ.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

მათ სახლის ეზოში უცნაური არსება იპოვეს და აი, რა გაიზარდა

კატა პატრონს დახმარებას სთხოვს... ოპოსუმმა საკვები შეუჭამა

კატა სასეირნოდ მარტო გავიდა, მაგრამ სახლში ოპოსუმთან ერთად დაბრუნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?