"თათმოტეხილი" ძაღლი საკვებს ითხოვს... რა ხდება სინამდვილეში (სახალისო ვიდეო)
მათ, ვინც ირწმუნება, რომ ძაღლებს ფიქრი არ შეუძლიათ და ინსტინქტით მოქმედებენ, ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ, შესაძლოა, აზრი შეეცვალოთ. მოხერხებული ძაღლი, თავისი ქცევით, გამვლელებს არწმუნებს, რომ თათი მოიტეხა, რათა ყურადღება მიიქციოს და საკვები მიიღოს.

ძაღლი, სახელად გე, ბანგკოკის ქუჩებში ცხოვრობს. მას კარგად იცნობენ ადგილობრივები, რადგან ჟღალი ცხოველი მუდმივად მოტეხილი თათის იმიტირებას ახდენს, რათა გამვლელებს გემრიელი სასუსნავი გამოსტყუოს.

როგორც წესი, მისი სამიზნე ტურისტები არიან. ერთ-ერთი მათგანი ძაღლის დაგებულ მახეშიც გაება და მას შემდეგ სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ცხოველის თამაშიც გადაიღო: კადრებში ჩანს, თუ როგორ
ითრევს გე "მოტეხილ" თათს და როგორც კი ხვდება, რომ ყურადღება მიიქცია, მაშინვე დგება და კუდის
ქიცინით სირბილს იწყებს.

ადგილობრივების თქმით, ძაღლი ცხოველთა მოყვარულებმა ვეტერინართანაც მიიყვანეს. მან დაადასტურა, რომ გე ჯანმრთელია და თათზე არაფერი სჭირს.

ამ ძაღლის შემხედვარე, ხვდები, რომ მას ბევრ მსახიობზე უკეთ გამოსდის თამაში.

ასევე იხილეთ:

ძაღლი თავს უპატრონოდ ასაღებდა, რათა გამვლელები მას "ბურგერებით" გამასპინძლებოდნენ

კატის დანახვისას თაგვმა თავი მოიმკვდარუნა

გოგონას სურდა პიცერიასთან მდგარ ძაღლს გამასპინძლებოდა, მაგრამ ცხოველის საყელოზე უცნაური რამ წაიკითხა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?