ძაღლებმა ბავშვი კობრასგან დაიცვეს, რის შედეგადაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს (ემოციური ვიდეო)
ქალაქ კიდაპავანის (ფილიპინები) ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კობრა შეძვრა. სათვალთვალო კამერამ გადაიღო, თუ როგორ ცდილობს ქვეწარმავალი სახლში შესვლას, სადაც ერთ წლამდე ბავშვს ძინავს. 2 წლის ტაქსას ჯიშის თეთრმა ძაღლმა გველი შეამჩნია და მის გაგდებას შეეცადა. როდესაც 4 წლის შავმა ტაქსა, მაილიმ, საშიშროება იგრძნო, ქვეწარმავალს თავს დაესხა.

რამდენიმე-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, ოთხფეხა ბინადრებმა კობრა მოკლეს, თუმცა, მაილი ქვეწარმავალმა დაკბინა, რის შედეგადაც მოკვდა, ხოლო მოქსი ნაკბენებისგან დაბრმავდა.

ინციდენტის დროს ოჯახის წევრები სამსახურში იმყოფებოდნენ, ხოლო ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იყო. 

"როდესაც მე და ჩემი ცოლი სამსახურიდან
სახლში დავბრუნდით, ბავშვის ძიძამ მომხდარის შესახებ გვიამბო და ვიდეო ჩანაწერი გვაჩვენა. გაოცებულები ვიყავით და ამავე
დროს ვამაყობდით ჩვენი ძაღლებით. ვერასოდეს გადავიხდი მათი ერთგულების ფასს - მათ ჩემი შვილი სიკვდილისგან იხსნეს. ყოველთვის გვემახსოვრება მაილი", - ამბობს  ჯეიმი სელიმანი (ბავშვის მამა).

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

მამაკაცს გველმა იმ დროს უკბინა, როდესაც საკუთარ ძაღლს მისგან იცავდა

მამაცი ძაღლი ეზოში შეპარულ შხამიან გველს წინააღმდეგობას უწევს

კობრას წიწილი სახლში შესვლას ცდილობს, მამაცი კატა ოჯახის წევრებს ქვეწარმავლისგან იცავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?